Thumbnail

კალაშნიკოვა ფინალში ითამაშებს - დამაჯერებელი გამარჯვება ჩეხებთან

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • კალაშნიკოვა/ჰიბინო 6:1, 6:2 პალიცოვა/სალკოვა
  • ქართველმა ჩოგბურთელმა და მისმა მეწყვილემ მეტოქეებს მხოლოდ 3 გეიმი დაუთმეს

32 წლის ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 259 303 დოლარი) წყვილთა თანრიგის ფინალში ითამაშებს.

კალაშნიკოვა და იაპონელი ნაო ჰიბინო Livesport Prague Open-ის ნახევარფინალში ჩეხებს – ბარბორა პალიცოვასა და დომინიკა სალკოვას გაეჯიბრნენ და ერთ საათში დამაჯერებლად - 6:1, 6:2 სძლიეს.

უკვე ცნობილია, რომ ჩეხური ტურნირის გადამწყვეტ მატჩში ქართველი და იაპონელი ჩოგბურთელები ამერიკელ ქუინ გლისონსა და ფრანგ ელიქსენ ლეჩემიას ეთამაშებიან.

Livesport Prague Open-ის გამარჯვებული წყვილის წევრები 280 სარეიტინგო ქულას გამოიმუშავებენ. კალაშნიკოვას ამჟამად 1 607 ქულა აქვს და მსოფლიო რეიტინგში 53-ე ადგილი უკავია.

კომენტარები

ბოლო ამბები