- იუნუს მუსამ მილანთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა
- ვალენსიამ ამერიკელ ფეხბურთელში 20 მილიონი ევრო მიიღო
ვალენსიას და აშშ-ს ნაკრების ნახევარმცველი იუნუს მუსა მილანში ითამაშებს. 20 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ ესპანურმა კლუბმა 20 მილიონი ევრო მიიღო.
მუსამ მილანთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და სეზონში 2 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. ის "როსონერის" ღირსებას 80-ნომრიანი მაისურით დაიცავს.
იუნუს მუსა ვალენსიას აკადემიის აღზრდილია, მთავარ გუნდში კი 108 მატჩში 5 გოლი გაიტანა. ის ვალენსიას ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელსაც დებიუტი "მესტალიაზე" ჰქონდა, ასევე რიგით მეორე ყველაზე ახალგაზრდა, რომელმაც ოფიციალურ მატჩში "ლოს ჩეს" მაისურით გოლი გაიტანა (ხეტაფესთან 2020/21 წლების სეზონში).
კომენტარები