Thumbnail
  • გურამ გიორბელიძემ დინამო ბათუმი დატოვა
  • 27 წლის ფეხბურთელი კარიერას ისევ უცხოეთში გააგრძელებს

საქართველოს ნაკრების წევრმა გურამ გიორბელიძემ დინამო ბათუმი დატოვა. აჭარულმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ 27 წლის მცველს საიჯარო ხელშეკრულება ამოეწურა.

"მადლობა გურამს დინამო ბათუმში გატარებული პერიოდისთვის და წარმატებები საფეხბურთო კარიერის ახალ ეტაპზე, ახალ გუნდში", - ნათქვამია ბათუმელთა განცხადებაში.

გურამ გიორბელიძე დინამო ბათუმს მიმდინარე წლის დასაწყისში შეუერთდა და 16 მატჩი ჩაატარა. მანამდე მას ბოლნისის სიონში, გორის დილაში, ავსტრიულ ვოლფსბერგერში, დინამო დრეზდენსა და ლუბინის ზაგლებიეში აქვს ნათამაშები, ხოლო საქართველოს ნაკრებში 11 თამაში აქვს ჩატარებული.

გავრცელებული ინფორმაციით, გურამ გიორბელიძე კარიერას სერბულ ვოივოდინაში გააგრძელებს, რომელიც გუშინ კონფერენსლიგას ნიქოზიის აპოელ-თან მარცხის შედეგად გამოეთიშა.

კომენტარები

ბოლო ამბები