Thumbnail
  • დინამო ბათუმი 5:0 შუქურა
  • გაგრა 0:0 სამგურალი
  • ტურის ორი მატჩი 6 აგვისტოს გაიმართება, ერთი გადაიდო

ზუსტად ორთვიანი პაუზის შემდეგ მე-20 ტურით განახლდა საქართველოს ეროვნული ლიგა. 5 აგვისტოს ორი თამაში გაიმართა, გაგრამ და სამგურალმა ერთმანეთს გოლები ვერ გაუტანეს. გაცილებით საინტერესო გამოდგა აჭარული დერბი, თუმცა ლიდერის, დინამო ბათუმის უპირატესობა აშკარა იყო - 5:0 შუქურასთან დაპირისპირებაში.

ხუთივე გოლი სხვადასხვა ფეხბურთელმა გაიტანა, შუქურას რბევა მამუჩაშვილმა დაიწყო პენალტით, ხოლო მეორე ტაიმში ოთხი გოლი გავიდა (ბიძინაშვილი, კობახიძე, ვაწაძე, ხარაბაძე). აღსანიშნავია, 23 წლის ლევან ხარაბაძის დებიუტი ბათუმში გოლით, მან 2023 წელს პირველად ითამაშა. 

6 აგვისტოს ჩანიშნული დილა-დინამო თბილისი მოგვიანებით გაიმართება, რადგან გორული კლუბი ევროთასებზე აგრძელებს მონაწილეობას. დინამო ბათუმი 45 ქულით ერთპიროვნული ლიდერია, სამგურალსა და საბურთალოს კი 38-38 ქულა აქვთ. შემდეგ მოდიან დინამო თბილისი და დილა (34-34). 

დინამო ბათუმი 5:0 შუქურა

გოლები: 1:0 მამუჩაშვილი (38-პენალტი), 2:0 ბიძინაშვილი (46. მამუჩაშვილის პასით), 3:0 კობახიძე (54), 4:0 ვაწაძე (61. ზარიას პასით), 5:0 ხარაბაძე (85. კაპანაძის პასით).

კომენტარები

ბოლო ამბები