Thumbnail

U17 | 2 მედალი სტამბოლიდან - სანდრო ყურაშვილი მსოფლიო ჩემპიონია

  • ყურაშვილმა ფინალში თურქი მეტოქე დაამარცხა
  • ბრინჯაო კონსტანტინე პეტრიაშვილმა მოიპოვა

თურქეთის ქალაქ სტამბოლში თავისუფალი სტილით ჭიდაობაში 17-წლამდე მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართა, რომელშიც საქართველოს ნაკრებმა 1 ოქროსა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

დღეს სანდრო ყურაშვილმა 92 კგ წონითი კატეგორიის ფინალში თურქეთის წარმომადგენელი ეიუპ ჩეთინი მარტივად 10:0 დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა. აღსანიშნავია, რომ ქართველი მოჭიდავე ევროპის მოქმედი ჩემპიონიცაა.

გუშინ კი, გენო პეტრიაშვილის უმცროსმა ძმამ, კონსტანტინე პეტრიაშვილმა ბრინჯაოსთვის ბრძოლაში თურქმენეთის წარმომადგენელ დოვლეთგელდი მირადოვს ბოლო წამებზე მოუგო და საქართველოს პირველი მედალი მოუტანა.

კომენტარები

ბოლო ამბები