Thumbnail
  • ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის წყვილები ცნობილია
  • 4 ქართველის 3 კლუბი ჯგუფური ეტაპის საგზურისთვის იბრძვის

ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის ეტაპის წილისყრა გაიმართა, სადაც 6 წყვილი გაირკვა, რომელმაც ჯგუფური ეტაპის ბოლო მონაწილეები უნდა გამოავლინოს.

მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები მიმდინარე და მომდევნო კვირაში გაიმართება, თუმცა, გუნდებმა უკვე იციან, წარმატების შემთხვევაში პლეი ოფში ვის დაუპირისპირდებიან.

ჩემპიონთა ლიგაზე ამჟამად 4 ქართველი ფეხბურთელის 3 კლუბი თამაშობს - სლოვანი (გურამ კაშია, ჯაბა კანკავა), კოპენჰაგენი (დავით ხოჭოლავა) და შტურმი (ოთარ კიტეიშვილი).

ანტერპენი V აეკ/დინამო ზაგრები
რაკუვი/არისი ლიმასოლი
V კოპენჰაგენი/სპარტა
კლაკსვიკი/მიოლდე
V ოლიმპია/გალათასარაი
სლოვანი/მაკაბი ჰაიფა V იანგ ბოისი
რეინჯერსი/სერვეტი
V პსვ ეინდჰოვენი/შტურმი
ბრაგა/ბაჩკა ტოპოლა
V პანათინაიკოსი/მარსელი

ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის შეხვედრები 22/23 და 29/30 აგვისტოსაა დაგეგმილი, მანამდე მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის დაპირისპირებები კი 8/9 და 15/16 აგვისტოს ჩატარდება.

ჯგუფური ეტაპის 32 მონაწილიდან 26 უკვე ცნობილია. მათ შორის არიან ქართველი ფეხბურთელების კლუბები - ნაპოლი (ხვიჩა კვარაცხელია), ცრვენა ზვეზდა (ირაკლი აზაროვი), შახტარი (გიორგი გოჩოლეიშვილი).

დღესე ჩატარდა ევროპალიგის პლეი ოფის წილისყრა, სადაც შეიძლება უპრეცედენტო რამ მოხდეს და საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთმანეთს ერთი ქვეყნის ორი გუნდი შეხვდეს: საქმე ისაა, რომ ბორისოვის ბატე-ს სავარაუდო მეტოქეებად მხოლოდ ორი უკრაინული გუნდი რჩებოდა, ვინაიდან ბელარუსულ-უკრაინული კლუბების დაპირისპირება უეფას ამჟამად აკრძალული აქვს, პლეი ოფში შეიძლება ერთმანეთთან უკრაინულმა გუნდებმა ითამაშონ. ლუგანსკის ზორია მეტოქეს ელოდება, რომელიც პრაღის სლავიას და დნიპრო 1-ს შორის გაირკვევა. ასე რომ, დნიპრო 1 ჩეხურ ბარიერს თუ გადალახავს, პლეი ოფში ასევე უკრაინულ გუნდს შეხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები