- მარიამ ბოლქვაძემ ბრიტანული ტურნირის I წრეში გაიმარჯვა
- 25 წლის ქართველ ჩოგბურთელს 9 თვეა, რაც არ უთამაშია
- | მარიამ ბოლქვაძე
ხანგრძლივი იძულებითი შესვენების შემდეგ კორტებს დაუბრუნდა საქართველოს ნაკრების ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე. მარიამს 2022 წლის ნოემბრის შემდეგ არ უთამაშია, რადგან დეკემბერში მან ლონდონში მხრის ოპერაცია გაიკეთა. ქართველი ჩოგბურთელი სპორტს ბრიტანეთში დაუბრუნდა, სადაც ITF-ის 25-ათასიანი ტურნირი დაიწყო. პირველ წრეში მარიამმა ბრიტანელი სიარა მური სამ სეტში დაამარცხა - 6:3, 3:6, 6:2.
ვინაიდან მარიამი რეიტინგში ახლა ათასეულს მიღმაა, მას ორი საკვალიფიკაციო წრის გავლა მოუწია. ძირითადი ბადის მე-2 წრეში ბოლქვაძე მე-5 ნომრად განთესილ იპეკ ოზს (თურქეთი. 224) ეთამაშება. შეგახსენებთ, რომ 2019 წელს ქართველი მსოფლიოს 151-ე ჩოგანი იყო და ეს მის კარიერაში ყველაზე მაღალი საფეხურია რეიტინგ-ლისტში.
კომენტარები