Thumbnail

Call of Duty | რუსი ანტაგონისტი ახალ სერიაში - გამოსვლის თარიღი ცნობილია

ვასილ ჩავლეშვილი პროფილის ფოტო
ვასილ ჩავლეშვილი
  • Call of Duty-ის ახალი სერიის გამოსვლის თარიღი დადასტურდა
  • ტრილოგიის ანტაგონისტი ვლადიმერ მაკაროვი იქნება
  • თამაშს პოპულარული რეჟიმი უბრუნდება

Activision-მა Call of Duty: Modern Warfare-ის მესამე ნაწილის გამოსვლის თარიღი ოფიციალურად დაადასტურა - მულტიპლეიერის ახალ სერიას 2023 წლის 10 ნოემბერს ვიხილავთ. 

ტრილოგიის ბოლო ნაწილი მთავარ ბოროტმოქმედს გამოავლენს, საინტერესოა, რომ ეს იქნება Call of Duty-ის ისტორიაში პირველი შემთხვევა, როცა ქვესერიის ორი თამაში უმოკლეს დროში გამოვიდა (Call of Duty: Modern Warfare 2 2022 წელს გამოვიდა). კომპანია თამაშის თრეილერის გამოქვეყნებას youtube არხზე რამდენიმე საათში გეგმავს. 

ტრილოგიის ანტაგონისტი რუსი ვლადიმერ მაკაროვი იქნება, იგი ფრენჩაიზის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ბოროტმოქმედად ითვლება. სიუჟეტის მიხედვით, მაკაროვის ქმედებებს დამანგრეველი შედეგები შეიძლება მოჰყვეს, მთავარი საბრძოლო ბატალიები სწორედ მის ირგვლივ განვითარდება. 

ვთქვათ ისიც, რომ Modern Warfare 2-ის ბოლოს მაკაროვის გეგმები ნათლად გამოჩნდა, მისი მეთაურობით ულტრანაციონალისტმა რუსებმა გენერალ შეფერდის გეგმები ჩაშალეს, რაც შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ თამაშის ორი ანტაგონისტი ერთმანეთს დაუპირისპირდება. გარდა ამისა, მესამე სერიას ფილიპ გრეივსიც დაუბრუნდება, მას Modern Warfare 3-ზე დიდი გავლენა აქვს. არის ერთი ამბავიც - Activision-მა თამაშში პოპულარული რეჟიმი slide-cancel დააბრუნა. 

კომენტარები

ბოლო ამბები