Thumbnail

ზედიზედ 12 მოგებული გეიმი - ბოლქვაძე ბრიტანული ტურნირის მეოთხედფინალშია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ბოლქვაძე 6:7 (5:7), 6:0, 6:0 ოზი
  • ქართველი ჩოგბურთელი წყვილებშიც წარმატებულად თამაშობს

25 წლის ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე ბრიტანულ როეჰემპტონში მიმდინარე 25-ათასიანი ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა.

ბოლქვაძე კორტს ოპერაციით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა და საკვალიფიკაციო ბადის ჩათვლით, უკვე მე-4 გამარჯვება იზეიმა.

დღეს, მარიამი მე-5 ნომრად განთესილ თურქ იპეკ ოზს (მსოფლიოს 224-ე ჩოგანი) გაეჯიბრა და მართალია, პირველი სეტი ტაი-ბრეიკზე წააგო, შემდეგ ზედიზედ 12 (!) გეიმი მოიგო და მომდევნო ეტაპზე გააღწია - 6:7 (5:7), 6:0, 6:0.

თუ ვინ იქნება ბოლქვაძის მეტოქე მეოთხედფინალში, მოგვიანებით გაირკვევა, როდესაც ნიდერლანდელი არიან ჰარტონო სლოვაკ კატარინა სტრესნაკოვას შეხვდება.

ქართველი ჩოგბურთელი წყვილთა ტურნირის მეოთხედფინალშიც არის გასული, სადაც ის და ბრიტანელი იურიკო ლილი მიიაზაკი ლორინ ჯონ-ბაპტისტსა და ამელია რაიეჩკის (ორივე – დიდი ბრიტანეთი) შეხვდებიან.

ცნობისთვის, ბოლქვაძეს რეიტინგში 1077-ე ადგილი უკავია, საუკეთესო პერიოდი კი 2019 წელს ჰქონდა, როდესაც 151-ე პოზიციას უწია.

კომენტარები

ბოლო ამბები