Thumbnail
  • ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა რუმინეთისთვის შემადგენლობა დაასახელა
  • ლევან მაისაშვილის გაწვრთნილი ნაკრები რუმინეთთან 12 აგვიტოს ითამაშებს

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასის წინ პირველ გასახურებელ მატჩს რუმინეთთან ჩაატარებს. შეხვედრა ''მიხეილ მესხზე'', 12 აგვისტოს 19:00-საათზე დაიწყება.

ბორჯღალოსნებს რუმინეთის წინააღმდეგ ყველაზე მეტჯერ, 27-ჯერ უთამაშიათ. საქართველოს მეტოქე 17-ჯერ ჰყავს დამარცხებული, 1 თამაში ფრედ დასრულდა, ხოლო 9 შემთხვევაში რუმინეთმა გაიმარჯვა. საქართველომ მეტოქეს 56 ლელო დაუდო და 37 გაუშვა (ქულები – 561:441).

ლევან მაისაშვილმა რუმინეთთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა. ბორჯღალოსნები რუმინეთთან მატჩის შემდეგ მომდევნო თამაშს ასევე ''მიხეილ მესხზე'', 19 აგვისტოს 19:00 საათზე აშშ-სთან გამართავენ, 26-ში კი შოტლანდიას ''მარიფილდზე'' დაუპირისპირდებიან.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

ხაზი: 15. მირიან მოდებაძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. დემურ თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. ოთარ ლაშხი, 10. ლუკა მატკავა, 9. გელა აფრასიძე;

შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. გიორგი ჭყოიძე, 3. ლუკა ჯაფარიძე, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. ლადო ჩაჩანიძე, 6. ოთარ გიორგაძე, 7. მიხეილ გაჩეჩილაძე, 8. ლუკა ივანიშვილი.

სათადარიგო შემადგენლობა: 16. შალვა მამუკაშვილი, 17. ნიკა აბულაძე, 18. გურამ პაპიძე, 19. ლაშა ჯაიანი, 20. გიორგი ცუცქირიძე; 21. ვასილ ლობჟანიძე, 22. ლაშა ხმალაძე, 23. გიორგი კვესელაძე.

კომენტარები

ბოლო ამბები