Thumbnail
  • საქართველო 56:6 რუმინეთი
  • ქართველმა მორაგბეებმა მეტოქეს მარტივად აჯობეს
  • ბორჯღალოსნები მომდევნო შეხვედრას აშშ-სთან გამართავენ

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რაგბის მსოფლიო თასისთვის ემზადება. ''ბორჯღალოსნებმა'' ზაფხულის ტესტების პირველი შეხვედრა რუმინეთთან გამართეს და მეტოქე მარტივად გაანადგურეს - 56:6.

ქართველმა მორაგბეებმა რუმინეთისგან ჯარიმა გაუშვეს, რის შემდეგაც ქომაგს საოცარი პერფორმანსი შესთავაზეს. გელა აფრასიძემ მე-4 წუთზე ლელო დადო, მან ბურთს ფეხი მიარტყა და სწრაფად გაიქცა, რის შემდეგაც ლელოს დადება არ გასჭირვებია.

ანგარიში 7:3 გახდა, ქართველმა მორაგბეებმა 35-ე წუთამდე ორი ჯარიმა გაიტანეს, ხოლო 36-ე წუთზე მერაბ შარიქაძემ რუმინეთს ლელო დაუდო, რომელიც ლუკა მატკავამ გარდასახა. პირველი ტაიმის გაწითლებულ დროში გიორგი ჭყოიძემ კიდევ ერთი ლელო მიითვალა და ქართველებმა რუმინეთს 25:6 მოუგეს.

მეორე ტაიმის სტარტზე მიხეილ გაჩეჩილაძეს ლუკა მატკავამ მაგარი გადაცემა გაუკეთა, გაჩეჩილაძე რუმინელებმა ვერ გააჩერეს და ანგარიში 32:6 გახდა.

45-ე წუთზე ქართული რაგბის ისტორიაში კიდევ ერთი ახალი ფურცელი დაიწერა. აკა ტაბუცაძემ მამუკა გორგოძის რეკორდი გააუმჯობესა და ბორჯღალოსნების ისტორიაში საუკეთესო მელელოვე გახდა. აკას 28 ლელო დაუგროვდა.

დარჩენილ დროში ქართველმა მორაგბეებმა კიდევ 3 ლელო გაიტანეს. თავი ლუკა მატკავამ, შალვა მამუკაშვილმა და ვასილ ლობჟანიძემ გამოიჩინეს. საქართველომ მეტოქეს 56:6 მოუგო და მომდევნო შეხვედრაში ამერიკის ნაკრებს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს. საქართველომ რუმინეთი ასეთი დიდი სხვაობით ისტორიაში პირველად დაამარცხა. შეხვედრა 19 აგვისტოს გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები