Thumbnail
  • ფაბრიციო რომანოს ცნობით, ალ-ჰილალი ბრაზილიელთან მოლაპარაკებებს აწარმოებს
  • ნეიმარის საუდის არაბეთში წასვლის შემთხვევაში, ბარსა ფელიქსის დამატებას შეეცდება

ნეიმარის სატრანსფერო საგა კვლავ გრძელდება და როგორც ჩანს, ბრაზილიელი ფეხბურთელი პარი სენ-ჟერმენს ზაფხულის ბოლომდე აუცილებლად დატოვებს - 31 წლის შემტევმა პარიზულ კლუბს უკვე ამცნო, რომ გუნდიდან წასვლა სურს.

როგორც ფაბრიციო რომანო იუწყება, მიუხედავად ბარსელონისა და MLS-ის გუნდების ინტერესისა, ნეიმარი ყველაზე ახლოს საუდის არაბეთში გადაბარგებასთანაა. ცნობილია, რომ ალ-ჰილალი პსჟ-ს უკვე შეუთანხმდა და ახლა მოლაპარაკებები ბრაზილიელ ფეხბურთელთან მიმდინარეობს.

რომანო ასევე წერს, რომ თუ ნეიმარი ბარსაში არ გადავა, მაშინ კატალონიური კლუბი ჟოაო ფელიქსის დამატებას შეეცდება. პორტუგალიელი ფეხბურთელი, დიდი ალბათობით, მადრიდის ატლეტიკოდან წავა. დაახლოებით 1 თვის წინ მან აღნიშნა, რომ მისი ოცნება კამპ ნოუზე თამაშია.

ფელიქსის ოცნება კამპ ნოუზე თამაშია

ჯერჯერობით, უცნობია, გადავა თუ არა ნეიმარი ალ-ჰილალში. აღსანიშნავია ისიც, რომ პსჟ ბრაზილიელ ფეხბურთელს 150 მილიონ ევროდ აფასებს. თუ ბარსას ფინანსურ პრობლემებს გავითვალისწინებთ, შესაძლოა, ფელიქსის შეძენა მისთვის უფრო მომგებიანი იყოს.

შეგახსენებთ, რომ ალ-ჰილალს ამ ზაფხულში რუბენ ნევეში, სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი, კალიდუ კულიბალი და მალკოლმი შეუერთდნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები