Thumbnail
  • ბრაზილიელი მცველი ბილბაოსთან შეხვედრაში დაზიანდა
  • მილიტაოს მარცხენა მუხლზე ჯვარედინი მყესები გაუწყდა

რეალ მადრიდისთვის ახალი სეზონი ძალიან ცუდად დაიწყო, "სამეფო კლუბს" ძირითადი შემადგენლობის კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა - ბილბაოსთან შეხვედრაში მძიმედ დაზიანდა ცენტრალური მცველი ედერ მილიტაო.

ბრაზილიელმა ტრავმა მეორე ტაიმის დასაწყისში მიიღო. თავიდანვე ჩანდა, რომ მილიტაო სერიოზულად დაზიანდა და ეს სამედიცინო შემოწმებამაც დაადასტურა - 25 წლის მცველს მარცხენა მუხლზე ჯვარედინი მყესები გაუწყდა, რის გამოც თავის გუნდს რამდენიმე თვე ვეღარ დაეხმარება. როგორც კლუბის განცხადებაშია აღნიშნული, მას უახლოეს მომავალში ოპერაცია ჩაუტარდება.

შეგახსენებთ, რომ რეალს სეზონის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ტიბო კურტუა გამოაკლდა.

კარლო ანჩელოტის გუნდი ლა ლიგის პირველ ტურში ბილბაოს ატლეტიკს დაუპირისპირდა და სტუმრად 2:0 დაამარცხა. დედაქალაქურმა კლუბმა ბელინგემისა და როდრიგოს გოლებით მოიგო.

კომენტარები

ბოლო ამბები