Thumbnail

24 საათში უნდა დადასტურდეს! ნეიმარიც საუდის არაბეთში გადავა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ნეიმარი ალ-ჰილალში კარიერის გაგრძელებასთან ძალიან ახლოსაა
  • მხარეები პრაქტიკულად უკვე ყველაფერზე შეთანხმდნენ

საუდის არაბეთში ევროპიდან ფეხბურთელების გადინების პროცესი გრძელდება და როგორც ჩანს, შემდეგი ნეიმარი იქნება.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ალ-ჰილალის ხელმძღვანელობა ოპტიმისტურადაა განწყობილი, რომ ბრაზილიელი ვარსკვლავის ტრანსფერი უახლოეს 24 საათში წარმატებით დაასრულოს!

ჯერ კიდევ მიმდინარეობს მუშაობა ბოლო დეტალებზე და დოკუმენტების შემოწმებაზე, მაგრამ ეს ყველაფერი, წესით, მალე განხორციელდება. პსჟ-მაც მწვანე შუქი აუნთო ალ-ჰილალთან გარიგებას.

არაოფიციალური ინფორმაციით, პარიზელები ნეიმარში 80 მილიონ ევროს მიიღებენ, ხოლო თვითონ ფეხბურთელი საუდის არაბეთში ორ სეზონში 180 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. ამგვარად, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ნეიმარიც საუდი პრო ლიგაში ითამაშებს...

შეგახსენებთ, რომ ნეიმარმა კარიერა სანტოსში დაიწყო, საიდანაც 2013 წელს ბარსელონაში გადავიდა. იქ მან 4 სეზონი გაატარა, ხოლო 2017 წლიდან პარი სენ-ჟერმენის წევრია, რომლის მაისურით 173 მატჩში 118 გოლი აქვს გატანილი.

კომენტარები

ბოლო ამბები