Thumbnail
  • ლადო კილასონია სტუმრად ევროპოპის რუბრიკაში "უპასუხე თუ შეგიძლია"
  • "უმცროსი ბორჯღალოსნების" მწვრთნელმა სახალისო კითხვებზე გვიპასუხა

“უპასუხე თუ შეგიძლია” - ევროპოპის YouTube-არხზე ეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რუბრიკაა, რომლის ვიდეოებს ყოველთვის ბევრი ნახვა აქვს. სპორტსმენები და სპორტთან დაკავშირებული ცნობილი ადამიანები სპეციალურად მათთვის მოფიქრებულ სახალისო კითხვებს პასუხობენ.

ახლახან, ჩვენს არხზე "უპასუხე თუ შეგიძლიას" ახალი ეპიზოდი გამოქვეყნდა. სტუმარი ამჯერად საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლადო კილასონიაა, რომელსაც ევროპოპის მკითხველები სხვა კუთხითაც კარგად იცნობენ - მას ჩვენთვის რამდენიმე სტატია აქვს დაწერილი. გარდა იმისა, რომ რაგბის მწვრთნელია, ლადო კილასონია მწერალიც გახლავთ და აქვს facebook-გვერდი “ლადო კილასონიას სპორტული და ლიტერატურული ზღაპრები”.

ივლისში კილასონიას მიერ გაწვრთნილმა 20-წლამდელთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ისტორიულ შედეგს მიაღწია: 2 მატჩი მოიგო და მე-8 ადგილი დაიკავა. "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" არგენტინას და იტალიას სძლიეს, ხოლო სამხრეთ აფრიკასთან, უელსთან და ახალ ზელანდიასთან დამარცხდნენ.

ჩვენ კილასონიას რამდენიმე სახალისო და რთული კითხვებიც დავუსვით. როგორ უნდა დავიხსნათ რაგბი ანგლოსფერის ქვეყნების გავლენებისგან? რა წამოვიღეთ ყველაზე ღირებული სამხრეთ აფრიკიდან? რა შემატა ოქროს უბანმა მის სამწვრთნელო უნარებს? რომელი ფილმი უნდა აჩვენოს რაგბის მწვრთნელმა გუნდს თამაშის წინ? ჯონი უილკინსონი თუ დენ კარტერი? ექვსი ერი როდის გახდება შვიდი ერი?

ლადო კილასონიამ ჩვენს კითხვებს ევროპოპის სტუდიაში უპასუხა. ნახეთ და გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები. არ დაგავიწყდეთ ევროპოპის YouTube-არხის გამოწერა, რომ არ გამოგრჩეთ სხვა ვიდეოები, რომლებიც ჩვენს არხზე დაიდება.

კომენტარები

ბოლო ამბები