- დეველოპერებმა თამაშის დახვეწაზე დიდი ძალისხმევა ჩადეს
- EA Sports FC-ის მობილურ ვერსიაში ყველა წამყვანი ლიგა იქნება
- ყველაფერი, რაც EA-ს ახალი თამაშის შესახებ უნდა ვიცოდეთ
საფეხბურთო სიმულატორის მოყვარულები ახალი თამაშის გამოსვლის მოლოდინში არიან. EA Sports FC - ასე ჰქვია თამაშს, რომელიც სექტემბრის ბოლოდან ახალ ერას დაიწყებს და EA-სა FIFA-ს 30-წლიან თანამშრომლობას დაასრულებს. ეს ამბავი ყველამ კარგად იცის, ისიც ვიცით, რომ თამაში წინამორბედებთან შედარებით დიდად შეცვლილი არ უნდა იყოს, აი, როგორი იქნება EA Sports FC-ის მობილური ვერსია, ვფიქრობთ, ყველასთვის საინტერესო უნდა იყოს.
გეიმინგ სამყაროში მობაილ თამაშები ყველაზე პოპულარულია, ეს ძალიან ლოგიკური ამბავია და ამ ყველაფრის ახსნაზე არ შევჩერდებით, შესაბამისად, EA Sports-მა მაქსიმალური ძალისხმევა ჩადო იმაში, რომ ახალი თამაშის მობაილ ვერსია ძალიან დახვეწილი ყოფილიყო.
გარეკანის ვარსკვლავი
თამაშის გარეკანს ბრაზილიელი ვარსკვლავი ვინისიუს ჯუნიორი დაამშვენებს. “ძალიან გახარებული ვარ იმით, რომ ქავერ ვარსკვლავად გამოვჩნდები, მოუთმენლად ველოდები როდის გავუზიარებ ამ ამბავს გულშემატკივრებს. ფეხბურთი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ სპორტი”. - განაცხადა 23 წლის ფეხბურთელმა. სხვათა შორის, ვინის ვიდეო თამაშები ძალიან უყვარს და EA SPORTS FC-ის მობაილ ვერსიას რო ხშირად “ჩაუჯდება”, ამაში ყველანი დარწმუნებულები ვართ.

გეიმპლეი და რეჟიმები
მობაილ თამაშების მთავარი დამახასიათებელი თვისებებები მოქნილობა და სიმარტივეა. სწორედ ამ მიმართულებით იმუშავეს EA-ს დეველოპერებმაც. თამაშს ბევრი საინტერესო და გასართობი რეჟიმები აქვს, მათ შორისაა: ნამდვილი მოთამაშის პიროვნების შექმნა, თამაშის სიჩქარის დინამიკის მართვა, გაუმჯობესებული დარტყმის სისტემა და უძლიერესი დარტყმა. გარდა ამისა, Knock On Dribble-სა და Hard Tackle-ის ფუნქციების გამოყენებასაც შეძლებთ.

ლიგები და გამოსვლის თარიღი
თამაშში ყველა წამყვანი ლიგაა დადასტურებული, მათ შორის ქალთა საფეხბურთო ლიგებიც. საყოველთაოდ ცნობილი ამბავია, რომ წელს EA აქცენტს ქალთა ფეხბურთზე აკეთებს. EA Sports FC-ის მობაილ ვერსია 26 სექტემბერს გამოვა.
კომენტარები