- ჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები გაიმართა
- ჯგუფური ეტაპისთვის ბრძოლას დავით ხოჭოლავას კოპენჰაგენი აგრძელებს
ჩემპიონთა ლიგის III საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში ოთარ კიტეიშვილის შტურმი შინ პსვ ეინდჰოვენთან 1:3 დამარცხდა და ორი მატჩის ჯამში (2:7) უდიდესი უპირატესობით ბრძოლას ნიდერლანდური კლუბი აგრძელებს. ქართველი ნახევარმცველის ავსტრიული გუნდი კი ევროპალიგის საკვალიფიკაციო პლეი ოფში გადაერთვება. ოთარმა სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა და ის 71-ე წუთზე გამოცვალეს.
საპასუხო მარცხშიც დამარაცხდა ასევე ვლადიმირ ვაისის სლოვანი, რომელსაც ჰაიფაში მაკაბიმ 3:1 მოუგო. ორი მატჩის ჯამში 5:2 პლეი ოფში მაკაბი გავიდა. გურამ კაშია და ჯაბა კანკავა სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ, მათ შეუცვლელად ითამაშეს.
ლიგის საკვალიფიკაციო პლეი ოფში პენალტების სერიის წყალობით გავიდა კოპენჰაგენი, დანიაში 0:0-ის შემდეგ, პრაღაში გუნდებმა ძირითად დროში 1:1 ითამაშეს, დამატებითი ტაიმების ჩათვლით კი - 3:3. დავით ხოჭოლავა ტრავმირებულია. კოპენჰაგენი პლეი ოფში რაკუვს შეხვდება.
ჩემპიონთა ლიგაზე პლეი ოფში გავიდნენ რაკუვი (პოლონეთი), მიოლდე (ნორვეგია), რომელმაც ფარერის კუნძულების კლაკსვიკის ზღაპრული ისტორია ლიგაზე დაასრულა, ბრაგა (პორტუგალია), რეინჯერსი (შოტლანდია).
ტრაგიკული მოვლენების გამო, დინამო ზაგრებსა და აეკ-ს შორის მხოლოდ პირველი მატჩი გაიმართა, ზაგრებში მოულოდნელად ბერძნებმა მოიგეს - 2:1.
მაშ ასე, 2023/24 წლების სეზონში ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებენ: ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლი, გიორგი გოჩოლეიშვილის შახტარი, ირაკლი აზაროვის ცრვენა ზვეზდა. პლეი ოფშია დავით ხოჭოლავას კოპენჰაგენი.
კომენტარები