Thumbnail
  • დინამო თბილისმა თავისუფალი აგენტი ვატო არველაძე აიყვანა
  • კარასკოს კარგი დებიუტი და იმრანის ჰეთ თრიკი - დინამომ გაგრას აჯობა

საქართველოს ჩემპიონი დინამო თბილისი ნაკრების ყოფილი ფორვარდით, ვატო არველაძით გაძლიერდა, რომელიც ბოლოს აზერბაიჯანულ ნეფთჩიში თამაშობდა. ვატო არველაძე დინამო თბილისისს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. 

აზერბაიჯანულ კლუბამდე ვატოს ლოკომოტივში, კორონასა (პოლონეთი) და კარაგიუმრუკში (თურქეთი) უთამაშია. ვატოს ეროვნულ ნაკრებში ორი მატჩი აქვს გამართული და 1 გოლი გატანილი. დინამოსთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდეა, რომელიც მხარეებმა შესაძლოა, კიდევ 1 წლით გაახანგრლივონ. 

25 წლის არველაძეს აზერბაიჯანის პრემიერლიგაში 18 თამაშში გოლი არ გაუტანია. მის პროფესიულ კარიერში სულ 16 გოლი მოდის (აქედან ნახევარი - ეროვნულ ლიგაში).

კომენტარები

ბოლო ამბები