Thumbnail
  • საუკეთესო მოთამაშის ტიტულისთვის დე ბრუინი, მესი და ჰაალანდი იბრძოლებენ
  • გამარჯვებულთა ვინაობას 31 აგვისტოს ჩემპიონთა ლიგის წილისყრისას შევიტყობთ

უეფა-მ 2022-23 წლების სეზონის შედეგებით საუკეთესო ფეხბურთელისა და მწვრთნელის ნომინაციაში სამ-სამი პრეტენდენტის ვინაობა დაასახელა.

სეზონის საუკეთესო მოთამაშის ტიტულისთვის კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი, ბელგიის ნაკრები), ერლინგ ჰაალანდი (მანჩესტერ სიტი, ნორვეგიის ნაკრები) და ლიონელ მესი (მაიამი, არგენტინის ნაკრები) იბრძოლებენ.

საუკეთესო მწვრთნელი ამ სამეულიდან ერთ-ერთი გახდება: ხოსეპ გვარდიოლა (მანჩესტერ სიტი), სიმონე ინძაგი (ინტერი), ლუჩანო სპალეტი (ნაპოლი).

რჩეულები სპეციალურმა ჯგუფმა დაასახელა, რომელშიც გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის, ევროპის ლიგისა და კონფერენცლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოთამაშე კლუბების მწვრთნელები, უეფა-ს წევრი ქვეყნების ეროვნული ნაკრებების მწვრთნელები და ჟურნალისტები შედიოდნენ.

საუკეთესოთა ვინაობა 31 აგვისტოს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრის ცერემონიის დროს გახდენა ცნობილი.

კომენტარები

ბოლო ამბები