Thumbnail
  • ლუის ენრიკემ ნეიმარის ალ-ჰილალში ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა
  • ესპანელმა სპეციალისტმა კილიან მბაპესა და ახალ კაპიტანზეც ილაპარაკა

პარი სენ-ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ალ-ჰილალში ნეიმარის გადასვლაზე კომენტარი გააკეთა. ესპანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ მიღებული გადაწყვეტილებით ყველა მხარე ბედნიერია - ორივე კლუბი და ფეხბურთელიც.

"ვფიქრობ ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც ყველას ახარებს. ის მსოფლიო დონის ფეხბურთელია და კარიერაში ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ", - თქვა ლუის ენრიკემ.

ესპანელმა კილიან მბაპესა და უსმანე დემბელეს შესახებაც ილაპარაკა: "კილიანი კარგ ფორმაშია და ძალიან მონდომებულიცაა. მიხარია, რომ მისი სახით გუნდში მსოფლიო დონის ფეხბურთელი მყავს. დემბელეც მზადაა პირველივე წუთიდან ითამაშოს. რაც შეეხება ახალ კაპიტანს, მას მე არ ვირჩევ, ფეხბურთელები აირჩევენ. მინდა, რომ ის მათი კაპიტანი იყოს და არა - ჩემი, ამიტომ კენჭისყრას ჩავატარებთ. როგორც კი გადაწყვეტილება ცნობილი იქნება, შეგატყობინებთ".

შეგახსენებთ, რომ პარი სენ-ჟერმენმა ლიგა 1-ის პირველ ტურში შინ ლორიენს ვერ მოუგო, ხოლო 19 აგვისტოს, სტუმრად ტულუზას დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები