Thumbnail

ორი მატჩი ანდრეს კარასკოს ხელმძღვანელობით და საქართველოს ჩემპიონს ამ ორ შეხვედრაში 11 გოლი აქვს გატანილი, ბუნებრივია, ქულათა მაქსიმუმიც მოპოვებული. გაგრასთან 6:1 გამარჯვების შემდეგ, ესპანელი სპეციალისტის გუნდმა სამგურალს 5:2 მოუგო, თუმცა წყალტუბოელებს შეხვედრა უბრძოლველად ნამდვილად არ დაუთმიათ.

დინამო მე-3 წუთზე იმრანმა დააწინაურა, მაგრამ მე-7 წუთზე სამგურალს გათანაბრება შეეძლო, თუმცა კალანდარიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა. მე-12 წუთზე ზორან მარუშიჩმა ორამდე გაზარდა უპირატესობა, მაგრამ სამგურალის იაპონელმა ლეგიონერმა ტაიკი კაგაიამამ ერთი გოლი გაქვითა.

61-ე წუთზე ყველაფერი თავიდან გახდა დასაწყები, რადგან საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრმა, ნიკა ხორხელმა ანგარიში გაათანაბრა - 2:2. სტუმრებმა ბოლო წუთებზე ვეღარ გაძლეს, როცა ჯერ სხირტლაძემ გაიყვანა დინამო წინ, შემდეგ მარუშიჩმა კიდევ ორი გოლი გაიტანა და ჰეთ თრიკი შეასრულა.

დინამო თბილისს 40 ქულა აქვს და უკვე მე-3 ადგილზეა, კარასკოს გუნდმა სწორედ სამგურალს (38) გადაუსწრო. 25 აგვისტოს ჩემპიონი თელავს ესტუმრება, ხოლო სამგურალი 27-ში ტორპედოს იმერულ დერბიში დაუხვდება. 

დინამო თბილისი 5:2 სამგურალი

გოლები: 1:0 იმრანი (3), 2:0 მარუშიჩი (12. კობოურის პასით), 2:1 კაგაიამა (42), 2:2 ნ. ხორხელი (61. გომესის პასით), 3:2 სხირტლაძე (72. მარუშიჩის პასით), 4:2 მარუშიჩი (74. სხირტლაძის პასით), მარუშიჩი (91).

კომენტარები

ბოლო ამბები