Thumbnail

ჩემპიონატის ლიდერმა დინამო ბათუმმა ქულები ერთ-ერთ აუტსაიდერ სამტრედიასთან დაკარგა. მეტიც, რომ არა ჯოვინო ფლამარიონის გოლი მე-7 კომპენსირებულ წუთზე გია გეგუჩაძის გუნდი ამ შეხვედრას აგებდა - 1:1. 

სამტრედია 71-ე წუთზე აზერბაიჯანელმა ლეგიონერმა აბდულახ ხაიბულაევმა დააწინაურა, რომელიც დღეს 22 წლის გახდა. ჯოვინოს გოლს კი იმავე ხაიბულაევის გაძევება მოჰყვა არასპორტული საქციელისთვის. 

დინამო ბათუმი 46 ქულით კვლავ პირველ ადგილზეა და საბურთალოს 5 ქულით უსწრებს, დინამო თბილისთან კი სხვაობა უკვე მხოლოდ 6 ქულაა. 27 აგვისტოს გეგუჩაძის გუნდი გაგრას ეთამაშება სტუმრად. 

კომენტარები

ბოლო ამბები