- შონ ო'მალის მარლონ ვერასთან ჩხუბი სურს
- სტერლინგმა 6-წლიანი წაუგებელი სერია დაასრულდა
UFC-ის სუპერმსუბუქ წონას ახალი ჩემპიონი ჰყავს - შონ ო'მალიმ ალჯამეინ სტერლინგი მეორე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.
6 წელი სტერლინგს ოქტაგონზე ბრძოლა არ ჰქონდა წაგებული, თუმცა დღეს დანა უაითის კონტენდერებიდან მოსულმა ო'მაილმ ეს შეძლო და როგორც შემდგომ განაცხადა, ჯერ რემატჩის ჩანიშვნაზე არ ფიქრობს.
"ასე არასოდეს მინერვიულია..." - ამბობდა ო'მალი - "ეს კაცი, ჩემი აზრით, ამ დივიზიონის ყველა დროის ყველაზე დიდი მებრძოლია და ამიტომ ძალიან ვფრთხილობდი. ჩემთან ერთი შეცდომაც ძვირად ფასობს, თუმცა ვერ ვიტყვი რომ შეცდომა დაუშვა - უბრალოდ ასეთი კარგი ვარ."
"ჩიტო ვერას ჩხუბი ნახეთ? ძალიან მოსაწყენი იყო, მაგრამ შემდეგში ეგ გამოუშვით." - თქვა ო'მალიმ მეტოქეზე, რომელთანაც კარიერაში ერთადერთი მარცხი აქვს.
"ო'მალიმ თუ ასე დამიჭირა, წარმოიდგინეთ, ვოლკანოვსკი რას მიზამს..." - ამბობდა "ალჯო" ბრძოლის შემდეგ. "დივიზიონის შეცვლის საკითხს გადავხედავ, ახლა ვერაფერს ვიტყვი.
კომენტარები