Thumbnail

დინამო ბათუმმა დღეს გია გეგუჩაძის წასვლა დაადასტურა და ახალი მწვრთნელის დანიშვნაზე მუშაობაც დაიწყო. ბათუმური კლუბის ხელმძღვანელები მოლაპარაკებებს გორის დილას მთავარ მწვრთნელ ანდრეი დემჩენკოსთან აწარმოებენ.

როგორც დინამო ბათუმის პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ გვითხრა, ბათუმელები დილას მწვრთნელს დაუკავშირდნენ, რადგან მოლაპარაკებების დასაწყებად კლუბისგან თანხმობის მიღება არ სჭირდებოდათ.

"გიდასტურებთ, რომ დემჩენკოსთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებ და დიდია შანსი, რომ ანდრეი დინამო ბათუმში მოვიდეს. მინდა ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ მოლაპარაკებების დასაწყებად ჩვენ არ გაგვაჩნდა გორის დილას ხელმძღვანელობასთან დაკავშირების ვალდებულება, რადგან საქმე ფეხბურთელის ტრანსფერს არ ეხება," - გვითხრა ბერიძემ.

ანდრეი დემჩენკო შეიძლება დინამო ბათუმში დაინიშნოს

უკრაინელი სპეციალისტი გორულ კლუბში 2021 წლიდან მუშაობს და კონტრაქტი 2024 წლის ბოლომდე აკავშირებს. დილამ დემჩენკოსთან ერთად ეროვნული ლიგის 2021 და 2022 წლების სეზონებში მესამე ადგილი დაიკავა.

კომენტარები

ბოლო ამბები