Thumbnail
  • ავსტრალიური გამოცემა რაგბის მსოფლიო თასის C ჯგუფს განიხილავს
  • The Roar-ის აზრით, საქართველო ფიჯის ფიზიკურობაში არ ჩამოუვარდება

საქართველოს ნაკრები მსოფლიო თასისთვის ემზადება, რომელიც 8 სექტემბერს დაიწყება. ლევან მაისაშვილის გუნდი კი პირველ შეხვედრას 9 სექტმებერს ავსტრალიის წინააღმდეგ გამართავს.

აღსანიშნავია, რომ არაერთი გამოცემის აზრით, C ჯგუფი, რომელშიც საქართველოსთან ერთად ავსტრალია, უელსი, ფიჯი და პორტუგალია არიან, ყველაზე თანაბარ ჯგუფად ითვლება. ავსტრალიური გამოცემა The Roar სწორედ ამის მიზეზებზე წერს და ასევე აღნიშნავს, რომ საქართველო ამ ჩემპიონატის dark horse იქნება.

"C ჯგუფში უელსი, ავსტრალია, ფიჯი, საქართველო და პორტუგალია არიან. ეს ჯგუფი გარკვეულწილად დამაინტრიგებელია, რადგან ისეთი ძლიერი გუნდები, როგორებიც იყვნენ უელსი და ავსტრალია, პოტენციურად დასუსტებულები არიან."

"საქართველო ყოველთვის dark horse იქნება, მაგრამ ველით, რომ მეტოქეები მათ წინააღმდეგ შერკინებაში საბრძოლველად გამოვლენ. მათი იარაღი ფიზიკური სიძლიერეა. მეტოქეები იგრძნობენ ზარალს იმ ადამიანებთან შეჯახებისას, რომელთა წინაპრებიც გასართობად ტახებსა და დათვებს ებრძოდნენ." 

ბორჯღალოსნებმა ბოლო ტესტ-მატჩში აშშ-ს მოუგეს

გამოცემა ფიჯელ მორაგბეებზე ამახვილებს ყურადღებას და წერს, რომ ისინი ქართველებთან დიდ ბრძოლას გამართავენ.

"ფიჯი დაამარცხებს პორტუგალიას, შესაძლოა, დაამარცხოს უელსი, შეუძლია მოუგოს ავსტრალიას და ქართველებთან იმაზე დიდ ბრძოლას გამართავენ, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. საქართველო ერთადერთია ამ ჯგუფში, რომელიც ფიჯის ნაკრების ფორვარდებსა და შერკინებას ფიზიკურ სიძლიერეში არ ჩამოუვარდება. უკანახაზი ფიჯელების სისწრაფესა და უნარებს ვერ გაუმკვლავდება, მაგრამ ეს შეხვედრა მოლოდინს გაამართლებს."

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ბოლო ტესტ-მატჩში აშშ 22:7 დაამარცხა. მსოფლიო თასამდე კი ბოლო ამხანაგურ შეხვედრას 26 აგვისტოს მერიფილდზე შოტლანდიასთან გამართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები