Thumbnail

26 აგვისტოს ქართული კალათბურთის ისტორიის ახალი ფურცელი დაიწერება - ეროვნული გუნდი ისტორიაში პირველად ითამაშებს მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩს, მეტოქე კაბო ვერდეა. 

ილიას ზუროსი ოკინავა არენაზე

იაპონიაში მსოფლიოს ჩემპიონატის ოფიციალური ვარჯიშები დაიწყო, ამიტომაც საქართველოს ნაკრებს ჰქონდა შესაძლებლობა, მსოფლიოს ჩემპიონატის არენაზე ევარჯიშა. დღეს ილიას ზუროსის გუნდმა "ოკინავა არენაზე" 3 საათი გაატარა. ფოტო და ვიდეო სესიის შემდეგ, გუნდმა მცირე დრო ტრენაჟორების დარბაზში გაატარა, შემდეგ კი უშუალოდ მოედანზე გადაინაცვლა. ვარჯიში ძირითადად, უკონტაქტო იყო, მოთამაშეები ფარში სროლებით შემოიფარგლნენ. სამწვრთნელო შტაბმა ნახევარ მოედანზე რამდენიმე დაცვითი და შეტევითი დიაგრამაც დატესტა.

24 აგვისტოს დღე მთავარი მწვრთნელისა და გუნდის კაპიტნის (თორნიკე შენგელია) სავალდებულო მუნდიალის წინა პრესკონფერენციებით დაიწყება, შემდეგ ეროვნული გუნდი კიდევ ერთხელ შევა "ოკინავა არენაზე" სავარჯიშოდ. 

გოგა ბითაძე: "ჩემს ფორმას რაც შეეხება, ვფიქრობ, რომ მაქსიმალურად ახლოს ვარ პიკთან. მაგრამ არის პატარ-პატარა ტრავმები, თუმცა საკმარისი დროა, რომ სამედიცინო შტაბთან ერთად მივხედო - მსოფლიოს შევხვდები საუკეთესო ფორმაში და, დარწმუნებული ვარ, ბიჭებიც ასე იქნებიან. 
ამ ჯგუფიდან გასვლა შესაძლებელია, მაგრამ კაბო ვერდეც და ვენესუელაც ძალიან კარგი, სწრაფი გუნდები არიან, ხოლო რა შეუძლია სლოვენიას, ყველამ იცის. ასე რომ, სამივე მატჩი ძალიან რთული იქნება, მაგრამ სამივეს მოგება შესაძლებელია, თუ ყველაფერს შევასრულებთ, რასაც მწვრთნელები გვავალებენ. 

წაიკითხე | საქართველოს ნაკრები დიდ მისიაზე - როგორ ვხვდებით ისტორიულ ტურნირს

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2023 წლის ჩეპიონატი 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება, მასპინძლები კი ფილიპინები, იაპონია და ინდონეზია იქნებიან. ტურნირში მონაწილეობას 32 ნაკრები მიიღებს, რომლებიც 8 ოთხგუნდიან ჯგუფში გადანაწილდნენ.

F ჯგუფში ქართველი კალათბურთელების მეტოქეები სლოვენია, ვენესუელა და კაბო ვერდე იქნებიან. მატჩები იაპონიის ქალაქ ოკინავაში Okinawa Arena-ზე (ტევადობა 10 ათასი) ჩატარდება და ქართველი კალათბურთელები მე-2 ჯგუფურ ეტაპზე გასასვლელად ორ საუკეთესო ნაკრებს შორის უნდა მოხვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, თამაშს მეჩვიდმეტე-ოცდამეთორეტე ადგილებისთვის გააგრძელებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები