Thumbnail
  • ანდრეი დემჩენკომ დინამო ბათუმთან 2025 წლის ბოლომდე გააფორმა კონტრაქტი
  • უკრაინელი სპეციალისტი გუნდში გია გეგუჩაძეს შეცვლის

ეროვნული ლიგის ლიდერმა დინამო ბათუმმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ კლუბის მთავარი მწვრთნელი 47 წლის უკრაინელი სპეციალისტი ანდრეი დემჩენკო გახდა. დემჩენკო პოსტზე გია გეგუჩაძეს შეცვლის, რომელიც თანამდებობიდან ევროთასებზე დინამო ბათუმის წარუმატებლობისა და სამტრედიასთან 1:1 თამაშის შემდეგ საკუთარი ნებით გადადგა. 

ანდრეი დემჩენკო დღემდე გორის დილას წვრთნიდა. ბათუმურ კლუბთან მან 2025 წლის ბოლომდე მოაწერა კონტრაქტი. უკრაინელი სპეციალისტი გორულ კლუბში 2021 წლიდან მუშაობდა და კონტრაქტი 2024 წლის ბოლომდე აკავშირებდა. დილამ დემჩენკოსთან ერთად ეროვნული ლიგის 2021 და 2022 წლების სეზონებში მესამე ადგილები დაიკავა.გორის დილას ჯერ დემჩენკოს შემცვლელი არ გამოუცხადებია. 

27 აგვისტოს დინამო ბათუმი თბილისში გაგრას უკვე ახალი მწვრთნელის თავკაცობით ესტუმრება. 21 მატჩის შემდეგ 46 ქულით დინამო ბათუმი ლიდერია და მეორე ადგილზე მყოფ საბურთალოს ხუთი ქულით უსწრებს. დილა 37 ქულით (20 თამაშიდან) მე-5 პოზიციაზეა. 

💥 ჩვენი გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი ანდრეი დემჩენკო იქნება 📁 უკრაინელ სპეციალისტთან კონტრაქტი 2025 წლის ბოლომდე გავაფორმეთ #FCDB

Posted by FC Dinamo Batumi on ოთხშაბათი, 23 აგვისტო, 2023

კომენტარები

ბოლო ამბები