Thumbnail

ფუტსალი | ჯორჯიანსმა ეინდჰოვენი გაანადგურა და ჯგუფიდან გასვლის შანსი შეინარჩუნა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ჯორჯიანსი 5:0 ეინდჰოვენი
  • ავთანდილ ასათიანის გუნდმა შეხვედრა მარტივად მოიგო

ფუტსალში საქართველოს ჩემპიონი ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი ჩემპიონთა ლიგის წინასწარ რაუნდში გამოსვლას აგრძელებს. ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილი გუნდი პირველ ტურში მონტენეგროს წარმომადგენელ ტიტოგრადთან 3:4 დამარცხდა, ხოლო დღეს ნიდერლანდურ ეინდჰოვენს 5:0 მოუგო.

ჯორჯიანსმა ანგარიში ირაკლი თოდუას გოლით გახსნა, რონინიომ კი ქართული გუნდის უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა, რის შემდეგაც ვახტანგ ჯვარაშვილმა დუბლი შეასრულა. მატჩის ბოლო გოლი შოთა თოფურიამ გაიტანა და ჯორჯიანსმა მეტოქეს 5:0 სძლია.

C ჯგუფის მეორე შეხვედრაში მონტენეგროს ტიტოგრადი გიბრალტარის ევროპას უმასპინძლებს. შეგახსენებთ, რომ ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის წინასწარი ეტაპიდან ძირითად რაუნდში 8 ჯგუფის გამარჯვებულები და საუკეთესო მეორე ადგილოსანი გადიან. ჯორჯიანსს ბოლო ტურში გიბრალტარის ევროპასთან დიდი ანგარიშით გამარჯვება სჭირდება, რათა საუკეთესო მეორე ადგილოსანი გახდეს და ძირითად რაუნდში იასპარეზოს.

ჯორჯიანსი 5:0 ეინდჰოვენი

გოლები: 1:0 თოდუა (1'16''), 2:0 რონინიო (8'03'), 3:0, 4:0 ჯვარაშვილი (25'04, 37'45''), 5:0 თოფურია (37'29'')

კომენტარები

ბოლო ამბები