- ოლიმპია 0:2 ყარაბაღი - ლუკა გუგეშაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო
- სლოვანი 2:1 არისი - კანკავა ძირითადში იყო, კაშიას არ უთამაშია
- გენტი 2:0 აპოელ - ქვილითაიამ და დვალმა სასტარტოში დაიწყეს
ევროპალიგასა და კონფერენსლიგაზე პლეი ოფები მიმდინარეობს, კლუბები ჯგუფური ეტაპის საგზურისთვის იბრძვიან. ლუკა გუგეშაშვილის ყარაბაღი ევროპალიგის პლეი ოფში ლუბლიანას ოლიმპიას ესტუმრა და მეტოქეს 2:0 სძლია.
გუგეშაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო. ლუკამ კარი მშრალად შეინახა, მან სლოვენიური კლუბის ფეხბურთელების 4 დარტყმა მოიგერია. ყარაბაღმა კევინ მედინასა და ლეანდრო ანდრადეს გოლებით მოიგო.
ჯაბა კანავასა და გურამ კაშიას სლოვანმა კვიპროსულ არისს 2:1 სძლია. ჯაბა ძირითად შემადგენლობაში იყო და მატჩი შეუცვლელად ჩაატარა. ვლადიმირ ვაისმა გურამ კაშია სათადარიგო სკამზე დატოვა. სლოვანმა ახალწვეულების გოლებით მოიგო. არისს მარკო ტოლიჩმა და დავიდ სტრელეცმა გაუტანეს.
აპოელ-ის რიგებში გიორგი ქვილითაიამ და ლაშა დვალმა ითამაშეს, გენტმა კვიპროსულ კლუბს 2:0 მოუგო და საპასუხო მატჩს კარგი უპირატესობით ხვდება. დვალმა მატჩი შეუცვლელად ჩაატარა, ხოლო ქვილითაია მოედნიდან 72-ე წუთზე გავიდა. ერთ კვირაში საპასუხო შეხვედრები გაიმართება და ჯგუფური ეტაპების ყველა მონაწილე გვეცოდინება.
კომენტარები