Thumbnail
  • მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატი დაიწყო
  • ტურნირზე ჯამში NBA-ს 55 კალათბურთელია

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატზე თამაშზე NBA-ს ბევრმა ტოპ-ვარსკვლავმა უარი თქვა, ტურნირზე საბოლოოდ მაინც ყველაზე მეტი NBA-ს მოთამაშე შეიკრიბა.

მსოფლიოს ჩემპიონატი დღეს და დაიწყო და გუნდების განაცხადში ჯამში NBA-ს 55 კალათბურთელია, რაც რეკორდია და ერთით მეტი, ვიდრე 4 წლის წინ, ჩინეთში გამართულ ტურნირზე ვიხილეთ. მსოფლიოს ჩემპიონატის 32 მონაწილე გუნდიდან 27-ს NBA-ს მინიმუმ ერთი მოთამაშე ჰყავს.

საქართველოს ნაკრებში NBA-ს ორი მოთამაშეა - გოგა ბითაძე და სანდრო მამუკელაშვილი

მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ ვხედავთ კალათბურთის ისეთ დიდ სახელებს, როგორებიც არიან ლებრონ ჯეიმსი, სტეფ კარი, ნიკოლა იოკიჩი, იანის ანტეტოკუნმპო და ა.შ. NBA-ს ყველაზე მეტი მოთამაშე, რა თქმა უნდა, ერთ-ერთ ტოპ-ფავორიტ აშშ-ის ნაკრებს ჰყავს (12). მეორე ადგილზე ამ მხრივ ავსტრალიის ნაკრებია (NBA-ს 9 კალათბურთელი). მერე მოდიან კანადა (7) და გერმანია (4).

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე NBA-ს ორი მოთამაშითაა წარმოდგენილი - გოგა ბითაძე ორლანდო მეჯიქის კალათბურთელია, სანდრო მამუკელაშვილი კი სან ანტონიო სპურსის. ეროვნული გუნდი პირველ თამაშს შაბათს, 26 აგვისტოს, კაბო ვერდეს ნაკრებთან გამართავს. მატჩი თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები