- პირველი დავალება შესრულებულია! ნაკრებმა მსოფლიო მოგებით დაიწყო
- ემანუელ ტროვოადამ და კენეტი მენდესმა წაგებულ შეხვედრაზე ისაუბრეს
- ილიას ზუროსი მატჩის შემდეგ: გოგამ ყველას უჩვენა, რა შეუძლია!
ისტორია დაწერილია! საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველად თამაშობს, ტურნირი გამარჯვებით გახსნა და მე-2 ჯგუფური ეტაპისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა. ილიას ზუროსის გუნდმა კაბო-ვერდეს 85:60 მოუგო.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, კაბო-ვერდეს მთავარმა მწვრთნელმა ემანუელ ტროვოადამ და კალათბურთელმა კენეტი მენდესმა შეხვედრა შეაფასეს და საქართველოს ნაკრები შეაქეს.
ემანუელ ტროვოადა (კაბო ვერდეს მთავარი მწვრთნელი): "პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ ეს იყო ჩვენი პირველი მატჩი მსოფლიოს ჩემპიონატზე და დასაწყისში ვნერვიულობდით. თავიდან კარგად დავიწყეთ, მაგრამ მერე ცუდად ვითამაშეთ. შესვენებაზე მოთამაშეებს ვუთხარი, რომ არ ენერვიულათ და თამაშისგან სიამოვნება მიეღოთ. მოვემზადებით მომდევნო შეხვედრისთვის. სამწუხაროდ, სამქულიანები საერთოდ ვერ ჩავაგდეთ. საქართველომ კი სამიანები კარგად ისროლა. "ზვიგენებს" მომდევნო თამაშში იხილავთ."
კენეტი მენდესი: "მსოფლიოს ჩემპიონატი დიდი ტურნირია. გვიხარია, რომ აქ ვართ. ვეცდებით, რომ კიდევ მოვუმატოთ. საქართველო კარგი გუნდია, გუნდურად თამაშობენ. დაცვაშიც კარგად იდგნენ და შეტევაშიც მშვენივრად გარბოდნენ. პირობას ვდებ, რომ ყველა მატჩში ვიბრძოლებთ. ვეცდებით, რომ ყველას ხელი შევუშალოთ."
28 აგვისტოს, მე-2 ტურში, საქართველო სლოვენიას შეხვდება, კაბო-ვერდეს მეტოქე კი ვენესუელა იქნება. შეგახსენებთ, რომ მე-2 ჯგუფურ ეტაპზე გასასვლელად, საქართველოს ნაკრები ორ საუკეთესოს შორის უნდა მოხვდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, თამაშს მეჩვიდმეტე-ოცდამეთორეტე ადგილებისთვის გააგრძელებს.
კომენტარები