- ფიფამ ლუის რუბიალესს ფეხბურთში საქმიანობა აუკრძალა - ჯერ დროებით
- 'არ გადავდგები!' - ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის სკანდალი
ესპანეთის ქალთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბი სრული შემადგენლობით გადადგა. ასისტენტებმა - ხავიერ ლერგამ და ეუგენიო გონსალო მარტინმა, ფიზიომ - ბლანკა რომერო მორაედამ და მეკარეების მწვრთნელმა - კარლოს სანჩესმა თანამდებობდა დატოვეს.
მიზეზი რა თქმა უნდა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი - ლუის რუბიალესი და მის გარშემო შექმნილი სიტუაციაა, რის განმუხტვასაც რუბიალესი გადადგომით არ ცდილობს და პოსტზე რჩება.
კიდევ ერთი უცნაური ამბავი ის არის, რომ მთავარი მწვრთნელი - ხორხე ვილდა პროტესტის ნიშნად თანამდებობას არ ტოვებს და მის მიერვე შეკრებილი სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებას არ უერთდება.
ვილდამ რუბიალესის ქმედებას "უადგილო და მიუღებელი" უწოდა, თუმცა პარალელურად ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ასამბელას დაესწრო და რუბიალესის გამოსვლას ტაშს უკრავდა.
კომენტარები