- გიორგი მიქაუტაძე აიაქსში გადასვლასთან ახლოსაა
- ქართველის წარმომადგენლები ამსტერდამში იმყოფებიან
შაბათს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეცის ქართველი ფორვარდით, გიორგი მიქაუტაძით აიაქსია დაინტერესებული. დღეს კი, ნიდერლანდელმა ჟურნალისტმა, რეონ ბურინგამ დაწერა, რომ 22 წლის ფეხბურთელის წარმომადგენლები ამსტერდამში იმყოფებიან და ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
"მიქაუტაძესა და აიაქსს შორის ყველაფერი, შესაძლოა, სწრაფად განვითარდეს. მხარეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს და მეცის თავდამსხმელის წარმომადგენლები ნიდერლანდებში იმყოფებიან", - წერს ნიდერლანდელი ჟურნალისტი.
მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 1 კვირაზე ნაკლებია დარჩენილი, გიორგი მიქაუტაძით დაინტერესებული გუნდების რაოდენობა ყოველდღე მატულობს, მაგრამ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეთანხმებასთან ყველაზე ახლოს მაინც ნიდერლანდური გუნდია.
პარალელურად მეცის შეხვედრა მიმდინარეობს. გიორგი მიქაუტაძის გუნდი კლერმონს ხვდება, ქართველი ფორვარდი კი სასტარტო შემადგენლობაშია. მიმდინარე სეზონში საფრანგეთის ჩემპიონატში მის ანგარიშზე უკვე 2 მატჩში 1 გოლი და 1 საგოლე პასია.
კომენტარები