Thumbnail

ფერსტაპენმა ჰოლანდიის გრანპრი მოიგო და ფორმულა 1-ის რეკორდი გაიმეორა

ტონიო კრიოგერი პროფილის ფოტო
ტონიო კრიოგერი
  • მაქს ფერსტაპენმა ზანდვორტში გამართულ რბოლაზეც გაიმარჯვა
  • ნიდერლანდელს აბსოლუტურ რეკორდსმენობამდე 1 მოგება აშორებს

როგორც მოსალოდნელი იყო, ნიდერლანდების გრანპრი ადგილობრივმა ჩემპიონმა მაქს ფერსტაპენმა მოიგო და ზედიზედ მოგებული რეკორდებით სებასტიან ფეტელისა და ალბერტო ასკარის რეკორდი გაიმეორა!

ზანდვორტში გამართული გრანპრის პირველივე წრე მიმდინარეობა, როცა ძლიერი წვიმა დაიწყო. რბოლის მიმდინარეობისას ამინდი რამდენჯერმე შეიცვალა - ხან მზე იყო, ხან წვიმა, ფინიში ნალექის ფონზე შედგა. 

65-ე წრეზე ალფა რომეოს პილოტი ჩჟოუ გუანიო ავარიაში მოხვდა - მისმა ბოლიდმა აღარ მოუხვია და პირდაპირ დამცავ ბარიერებს შეეჯახა. ამის შემდეგ ტრასაზე წითელი დროშები გამოჩნდა და შეჯიბრი დროებით შეწყდა. 

ჰოლანდიის გრანპრი კი, ფერსტაპენმა უპრობლემოდ მოიგო - მაქსი რბოლის მიმდინარეობისას სულ ლიდერი იყო და წამყვანი პოზიცია არ დაუკარგავს. მეორე ადგილზე ფერნანდო ალონსო გავიდა - უსწრაფესი წრეც ვეტერან ესპანელის გახლდათ. მესამე პიერ გასლი იყო, რომელმაც რბოლა მე-12 პოზიციიდან დაიწყო.

მიმდინარე სეზონში გამართული 13 გრანპრიდან მაქს ფერსტაპენმა 11 მოიგო, აქედან ზედიზედ მეცხრედ იმარჯვა, რაც სებასტიან ფეტელისა და ალბერტო ასკარის მაჩვენებლებთან ერთად ფორმულა 1-ის რეკორდი გახლავთ. თუ ნიდერლანდელი იტალიის გრანპრისაც მოიგებს, ის აბსოლუტური რეკორდსმენი გახდება. 

საერთო ჩათვლას მაქს ფერსტაპენი 339 ქულით ლიდერობს. მეორე პოზიციაზე რედ ბულში მისი თანაგუნდელი სერხიო პერესია, რომელსაც 201 ქულა აქვს. მესე ადგილს ფერნანდო ალონსო 158 ქულით იკავებს და ლუის ჰემილტონს 12 ქულით უსწრებს. მეხუთე პოზიციაზე კარლოს საინსია - ესპანელს 102 ქულა აქვს. 

საერთო ჩათვლა

1. მაქს ფერსტაპენი (რედ ბული) - 339 ქულა
2. სერხიო პერესი (რედ ბული) - 201 ქულა
3. ფერნანდო ალონსო (ასტონ მარტინი) - 168 ქულა
4. ლუის ჰემილტონი (მერსედესი) - 156 ქულა
5. კარლოს საინსი (ფერარი) - 102 ქულა
6. შარლ ლეკლერი (ფერარი) - 99 ქულა
7. ჯორჯ რასელი (მერსედესი) - 99 ქულა
8. ლანდო ნორისი (მაკლარენი) - 75 ქულა
9. ლანს სტროლი (ასტონ მარტინი) - 47 ქულა
10. პიერ გასლი (რენო) - 37 ქულა

კონსტრუქტორების დავა

1. რედ ბული - 540 ქულა
2. მერსედესი - 255 ქულა
3. ასტონ მარტინი - 215 ქულა
4. ფერარი - 201 ქულა
5. მაკლარენი - 111 ქულა
6. რენო - 73 ქულა
7. უილიამსი - 15 ქულა
8. ჰაასი - 11 ქულა
9. ალფა რომეო - 9 ქულა
10. ალფატაური - 3 ქულა

კომენტარები

ბოლო ამბები