- ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა და საფეხბურთო აგენტმა რუდი გარსია გააკრიტიკა
- 'ასე უფრო არაპროგნოზირებადი გახდება' - გარსიამ ხვიჩაზე ისაუბრა
- კვარაცხელიას პირველი საგოლე პასი სეზონში - ნაპოლიმ ზედიზედ მეორედ მოიგო
ხვიჩა კვარაცხელია ტრავმის შემდეგ სასუოლოსთან შეხვედრაში დაბრუნდა და საგოლე პასიც შეასრულა. ნაპოლიმ კი ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა (2:0) და იტალიის სერია A-ში 6 ქულა დაუგროვდა.
რუდი გარსიამ ქართველი ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობაში არ დააყენა, რაზეც აღნიშნა, რომ მოსამზადებელ ეტაპზე გარკვეული პრობლემები ჰქონდა, ჟირონასთან მუხლის ტრავმა მიიღო და ვარჯიშის 12 დღე გამოტოვა.
პარმას ყოფილი სპორტული დირექტორი და საფეხბურთო აგენტი ენრიკო ფედელე ფრანგი სპეციალისტის ამ განცხადებას გამოეხმაურა. მისი აზრით, რუდი გარსიამ მოიტყუა.
"რასპადორი ფორვარდია და ის კართან ახლოს უნდა იყოს, გამოსავალი უნდა მოიძებნოს. არ მესმის, რუდი გარსია ამაში დარწმუნებულია თუ უბრალოდ სურს, რომ პრეზიდენტი ასიამოვნოს. ის იძახის, რომ ხვიჩა კვარაცხელია სასტარტო შემადგენლობაში იმიტომ არ დააყენა, რომ დისკომფორტის გამო ვარჯიშებზე პრობლემები ჰქონდა. გარსიამ მოიტყუა, კვარასნაირ ფეხბურთელს ცალი ფეხითაც შეუძლია თამაში. სიმართლე კი ის არის, რომ ის რასპადორის გამო არ დააყენეს. ნაპოლიმ ტაქტიკა უნდა შეცვალოს და ჯაკომოსთვის სტაბილური როლი უნდა იპოვოს. პირდაპირი ადამიანი ვარ და იმას ვიძახი, რასაც ვფიქრობ. ჩემი აზრით, სიტუაცია ასეთია", - აღნიშნა ფედელემ.
ნაპოლი მომდევნო შეხვედრას 2 სექტემბერს ლაციოს წინააღმდეგ გამართავს.
კომენტარები