- გიორგი მიქაუტაძე ფრანგული მედიის ყურადღების ცენტრშია
- მიქაუტაძის გოლი და დრიბლინგები, კვარას KEY პასები - ქართული ტრიოს შეფასებები
საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-3 ტურში მეცმა სტუმრად კლერმონ ფუტი გიორგი მიქაუტაძის გოლის წყალობით 1:0 დაამარცხა, ეს ქართველი ფორვარდის გუნდის პირველი გამარჯვება იყო სეზონში. ლიგა 2-დან ელიტაში დაბრუნებულ მეცს 3 მატჩიდან 4 ქულა აქვს. გუნდის 4 გოლიდან 3-ში მიქაუტაძემ უშუალოდ მიიღო მონაწილეობა (2 გოლი, 1 საგოლე პასი). ამიტომაც, 22 წლის შემტევი საფრანგეთში, და არა მარტო, ყურადღების ცენტრშია - 31 აგვისტომდე მის ტრანსფერს ევროპის სხვა კლუბში (სავარაუდოდ, აიაქსში) ელიან.
L'Equipe-მა სამი ტურის შემდეგ ლიგა 1-ის ვარსკვლავების რეიტინგი გამოაქვეყნა და გიორგი მიქაუტაძე 6.33 საშუალო შეფასებით TOP 10-შია. ქართველს საზიარო მე-7 პოზიცია უკავია ბელეგარდთან (სტრასბური), ბორიჟოსთან (რენსი), დანტესთან (ნიცა), ალ-ტამარისთან (მონპელიე) და სამბასთან (ლანსი) ერთად.
"ეკიპის" რეიტინგში მინამინო (მონაკო) ლიდერობს - 7.33. შემდეგ მოდიან დელ კასტილიო (ბრესტი) და უგარტე (პსჟ) – 7-7.

მართალია, WhoScored-ის მე-2 ტურის სიმბოლურში გიორგი მიქაუტაძე ვერ მოხვდა, მაგრამ ის ლიგა 1-ის სეზონის (მიმდინარე) სიმბოლურ ნაკრებშია მბაპესთან და ბენ იედერთან ერთად. 7.63 საშუალო ქულით მიქაუტაძე ლიგა 1-ში მე-11 პოზიციაზეა.
კომენტარები