Thumbnail
  • მეტოქის რიგებში არაერთი ვარსკვლია, მათ შორის, სიტის ფორვარდი ერლინგ ჰაალანდი
  • საქართველო ოსლოში 12 სექტემბერს ითამაშებს, მანამდე კი, ესპანეთთან საშინაო მატჩია

ნორვეგიის საფეხბურთო ნაკრებმა შემადგენლობა დაასახელა მომავალ თვეში დაგეგმილი მატჩებისთვის. სტალე სოლბაკენის გუნდი 7 სექტემბერს ამხანაგურ თამაშში იორდანიას უმასპინძლებს, 12-ში კი, ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო შეხვედრაში მეტოქე საქართველო იქნება. ორივე მატჩს ოსლოს სტადიონი ულევაალი უმასპინძლებს.

ნორვეგიის ნაკრების შემადგენლობაში არაერთი ვარსკვლავია. ცხადია, პირველ რიგში მანჩესტერ სიტის თავდამსხმელი ერლინგ ჰაალანდი უნდა გამოვარჩიოთ, ყურადღებას იქცევენ მარტინ ედეგორი არსენალიდან, ალექსანდერ სიორლოტი ვილიარეალიდან და ნაპოლიში ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელი ლეო ესტეგორი.

სტალე სოლბაკენმა უძლიერესი შემადგენლობა შეკრიბა

"შეიძლება, ბევრი ფიქრობს, რომ იორდანიასთან მატჩში ის ფეხბურთელები დაიტვირთებიან, რომელთაც საქართველოსთან თამაში არ მოუწევთ, თუმცა, მე ასე არ ვფიქრობ. რამდენიმე ფეხბურთელს რომელთა გამოყენებასაც ქართველებთან ვაპირებ, 45, 60 ან სულაც 90 წუთი მიეცემათ. იმის გათვალისწინებით, რომ სეზონი ახალი დაწყებულია, მათ სათამაშო პრაქტიკა არ აწყენთ. საქართველო იმაზე ძლიერი ნაკრებია, ვიდრე ეს, შესაძლოა, რამდენიმე კვირის წინ გვეგონა", - განაცხადა სოლბაკენმა.

შეგახსენებთ, რომ 28 მარტს საქართველომა და ნორვეგიამ ბათუმში ფრედ – 1:1 ითამაშეს, თუმცა, ჰაალანდს ტრავმის გამო არ უთამაშია. ამ დროისთვის, საქართველოს ნაკრებს A ჯგუფში 3 მატჩში 4 ქულით მე-2 ადგილი უკავია, ნორვეგია კი 4 თამაშში ასევე 4 ქულა აქვს და მესამეზეა. ლიდერი შოტლანდიაა, რომელმაც ოთხივე მატჩი მოიგო და აქტივში 12 ქულა გააჩნია, ესპანეთი კი 3 ქულით (2 თამაშში) მეოთხეა. ნიორვეგიაში სტუმრობამდე, საქართველო 8 სექტემბერს თბილისში სწორედ ესპანეთს ესტუმრება.

ნორვეგიის ნაკრები

მეკარეები: მატიას დინგელანდი (ბრანი), ორიან ნილანდი (სევილია, ესპანეთი), ეგილ სელვიკი (ჰაუგესუნდი).

მცველები: კრისტოფერ აიერი (ბრენტფორდი, ინგლისი), ფრედრიკ ბიორკანი (ბოდო გლიმტი), ბირგერ მელინგი (კოპენჰაგენი, დანია), სტიან გრეგერსენი (ბორდო, საფრანგეთი), ანდრეას ჰანჩე-ოლსენი (მაინცი, გერმანია), მარკუს პედერსენი (სასუოლო, იტალია), ჯულიან რიერსონი (დორტმუნდი, გერმანია), კენ სტრანდბერგი (ვალერენგა), ლეო ესტეგორი (ნაპოლი, იტალია).

ნახევარმცველები: ფრედრიკ აურსნესი (ბენფიკა, პორტუგალია), პატრიკ ბერგი (ბოდო გლიმტი), სანდერ ბერგე (ბარნლი, ინგლისი), ოსამე საჰრაუი (ჰეერენვეენი, ნიდერლანდები), ემილ ბრეივიკი (მიოლდე), ანტონიო ნუსა (ბრიუგე, ბელგია), მარკუს სოლბაკენი (ვიკინგი), ოლა სოლბაკენი (რომა, იტალია), ჰუგო ვეტლესენი (ბრიუგე), მარტინ ედეგორი (არსენალი, ინგლისი).

ფორვარდები: ბერდ ფინე (ბრანი), ერლინ ჰაალანდი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), იორგენ ლარსენი (სელტა, ესპანეთი), ალექსანდერ სიორლოტი (ვილიარეალი, ესპანეთი).

Her er Norges tropp til privatlandskampen mot Jordan og EM-kvalifiseringskampen mot Georgia 🇳🇴

Posted by Fotballandslaget on Tuesday, August 29, 2023

კომენტარები

ბოლო ამბები