- L'Equipe-ის ცნობით, ტრანსფერი უახლოეს საათებში გამოცხადდება
- ფაბრიციო რომანო ადასტურებს: მიქაუტაძე და აიაქსი შეთანხმდნენ!
L'Equipe-ის ინფორმაციით, 22 წლის გიორგი მიქაუტაძემ წარმატებით გაიარა სამედიცინო შემოწმება ამსტერდამის აიაქსში და უახლოეს საათებში ნიდერლანდური გრანდის ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება. გიორგი ხელს 4-წლიან კონტრაქტს მოაწერს.
"საუკეთესო ფეხბურთელის გაყიდვა მეცს დაახლოებით 16 მილიონ ევროს მოუტანს, რომელსაც ბონუსებით 3 მილიონი დაემატება. ეს არის ოქროს შუალედი იმის, რაც აიაქსმა პირველად შესთავაზა (15+5) და რაც ლოთარინგიელებმა მოითხოვეს (17+3)", - წერს "ეკიპი".
შეგახსენებთ, რომ 22 წლის გიორგი მიქაუტაძე ლიონშია დაბადებული და ოლიმპიკ ლიონის აღზრდილია. მას 2021 წლამდე მხოლოდ საფრანგეთის მოქალაქეობა ჰქონდა, სანამ საქართველოს სახელით თამაშს გადაწყვეტდა. პროფესიულ საკლუბო კარიერაში მას 102 მატჩში 62 გოლი აქვს გატანილი (36 ბელგიური სერენის მაისურით, 26 - მეცის). ლიგა 1-ის სეზონი ქართველმა ლეგიონერმა ძალიან მაგრად დაიწყო - სამ ტურში მის ანგარიშზე 2 გოლი და 1 საგოლე პასია.
აიაქსის ღირსებას ისტორიაში 2 ქართველი ფეხბურთელი იცავდა. 1997-2001 წლებში ამსტერდამულ გუნდში შოთა არველაძე თამაშობდა, 1998-2000 წლებში კი - გიორგი ქინქლაძე.
კომენტარები