- L'EQUIPE: მიქაუტაძემ აიაქსში სამედიცინო შემოწმება გაიარა
- ფაბრიციო რომანო ადასტურებს: მიქაუტაძე და აიაქსი შეთანხმდნენ!
- მეცს მიქაუტაძის სეზონის ბოლომდე იჯარითშენარჩუნება სურდა
- აიაქსში ფრანგების შეთავაზებას არ დაეთანხმდნენ
L'Equipe-ის ინფორმაციით, 22 წლის გიორგი მიქაუტაძემ წარმატებით გაიარა სამედიცინო შემოწმება ამსტერდამის აიაქსში და უახლოეს საათებში ნიდერლანდური გრანდის ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება. გიორგი ხელს 4-წლიან კონტრაქტს მოაწერს.
ფრანგულმა მედიამ ტრანსფერის კიდევ რამდენიმე უცნობ დეტალზე ისაუბრა. ''მეცმა უკვე დაიწყო მიქაუტაძის შემცვლელის ძებნა. 16 მილიონის გარდა, მეცი 3 მილიონიანი ევროს ბონუსს მიიღებს. ფრანგული კლუბი მიქაუტაძის ტრანსფერიდან გამომუშავებულ თანხას ახალი ფეხბურთელის ტრანსფერში არ დახარჯავს.
მეცში მიქაუტაძის შენარჩუნება სურდათ, რის გამოც სამ მილიონიან ბონუსზე უარს ამბობდნენ თუ აიაქსი ქართველს იჯარით სეზონის ბოლომდე ფრანგულ კლუბში დატოვებდა. ამ ვარიანტზე თანახმა იყო თვითონ ფეხბურთელიც, თუმცა ნიდერლანდურმა კლუბმა ხსენებულ წინადადებაზე უარი განაცხადა, რადგანაც სურდათ, რომ ქართველი თავდამსხმელი ამ სეზონშივე დახმარებოდათ'', - წერს ფრანგული მედია.
შეგახსენებთ, რომ 22 წლის გიორგი მიქაუტაძე ლიონშია დაბადებული და ოლიმპიკ ლიონის აღზრდილია. მას 2021 წლამდე მხოლოდ საფრანგეთის მოქალაქეობა ჰქონდა, სანამ საქართველოს სახელით თამაშს გადაწყვეტდა. პროფესიულ საკლუბო კარიერაში მას 102 მატჩში 62 გოლი აქვს გატანილი (36 ბელგიური სერენის მაისურით, 26 - მეცის). ლიგა 1-ის სეზონი ქართველმა ლეგიონერმა ძალიან მაგრად დაიწყო - სამ ტურში მის ანგარიშზე 2 გოლი და 1 საგოლე პასია.
კომენტარები