Thumbnail

ბეისბოლის ლეგენდა მესის თამაშზე ფოტოგრაფად მუშაობდა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი

ლიონელ მესის ამერიკაში ტრანსფერის შემდეგ, ინტერ მაიამის მატჩებს უამრავი ცნობილი ადამიანი დაესწრო. მათი მთავარი მიზანი მესის თამაშით სიამოვნების მიღება და იმ საოცარ შოუზე დასწრებაა, რომელსაც არგენტინელი მოედანზე ქმნის.

როდესაც მესი მოედანზეა, სტადიონზე მის სანახავად შეკრებილ დიდ ვარსკვლავებსაც ნაკლებ ყურადღებას აქცევენ. ინტერ მაიამისა და ნეშვილის მატჩის დროს პაუზა იყო, როდესაც სტადიონზე შეკრებილი ქომაგი ამერიკული სპორტის ერთ-ერთ ვარსკვლავს დიდი აპლოდისმენტებით შეხვდა.

მატჩის რეჟისორებმა კადრში ბეისბოლის ლეგენდარული მოთამაშე კენ გრიფი გამოაჩინეს, რომელიც არც VIP ლოჟაში იჯდა და არც ქომაგთა შორის იყო. კენ გრიფმა ამ მატჩისთვის აკრედიტაცია აიღო და ლიონელ მესის ფოტოებს უღებდა.

მოედანზე ფეხბურთისა და ბეისბოლის ლეგენდები იყვნენ. კენ გრიფი 21-წლიანი კარიერის განმავლობაში სამი გუნდის ღირსებას იცავდა: სიეტლ მარინერსის, ცინცინატი რედსისა და ჩიკაგო სოქსის. 53 წლის ამერიკელმა 13-ჯერ ითამაშა MLB-ის ყველა ვარსკვლავის მატჩში, ხოლო 2016 წელს გრიფი ბეისბოლის დიდების დარბაზის წევრად ხმათა 99,32%-ით აირჩეს.

აღსანიშნავია, რომ კენ გრიფი სიეტლ საუნდერსის მფლობელია. ეს კლუბი ინტერ მაიამის მატჩის პარალელურად ასპარეზობდა, თუმცა გრიფი ამ დროს მესის ფოტოებს უღებდა.

კომენტარები

ბოლო ამბები