Thumbnail

ყველაზე დაბალი მონაცემები FIFA 09-ს შემდეგ - მესისა და რონალდოს რეიტინგები

ვასილ ჩავლეშვილი პროფილის ფოტო
ვასილ ჩავლეშვილი

EA Sports FC 24 - ახალი თამაში, განახლებული რეიტინგები და დახვეწილი რეჟიმები. EA 29 სექტემბერს ახალ საფეხბურთო სიმულატორს გამოუშვებს. თამაშზე საკმაოდ ბევრი რამ ვიცით, თუმცა არის გარკვეული ნიუანსები, რომლებიც გამოსვლის შემდეგ გახდება ცნობილი. ერთ-ერთ ყველაზე დიდ ინტერესს მოთამაშეების რეიტინგები იწვევს, თამაშში ყველაზე მაღალი მონაცემები კილიან მბაპეს აქვს - 91.

რა ვიცით, ლიონელ მესისა და კრიშტიანო რონალდოს რეიტინგებზე: Fut Scoreboard-ის თანახმად, ბოლო 14 წლის განმავლობაში რონალდოს ყველაზე დაბალი რეიტინგი ექნება, პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს ამაზე დაბალი მონაცემები FIFA 09-ს შემდეგ აღარ ჰქონია - 86. 

მესის რეიტინგი FIFA 23-თან შედარებით ერთით ნაკლები იქნება, ახალ თამაშში მისი მონაცემები 90-ით შეფასდება, რაც იმითაა განპირობებული, რომ არგენტინელმა მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება შეძლო. წყარო ძალიან სანდოა, შედარებისთვის - Fut Scoreboard-ს ფიფას ფაბრიციო რომანოც კი შეგვიძლია ვუწოდოთ. 

კომენტარები

ბოლო ამბები