- ყარაბაღი 1:1 ოლიმპია - ლუკა გუგეშაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო
- არისი 6:2 სლოვანი - კანკავა ძირითადში იყო, კაშიას არ უთამაშია
- აპოელ 1:2 გენტი - ქვილითაიამ და დვალმა სასტარტოში დაიწყეს
ევროპალიგასა და კონფერენსლიგაზე პლეი ოფები დასრულდა. ლუკა გუგეშაშვილის ყარაბაღმა ევროპალიგის პლეი ოფში ლუბლიანას ოლიმპიას უმასპინძლა და ფრედ 1:1 ითამაშა. აზერბაიჯანულ კლუბს პირველი მატჩი 2:0 ჰქონდა მოგებული.
გუგეშაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო. ყარაბაღი ბაირამოვის გოლით იგებდა, თუმცა კოსტა პინტომ წონასწორობა აღადგინა. ყარაბაღი ევროპალიგის ჯგუფში იასპარეზებს, ხოლო ოლიმპია კონფერენსლიგის ჯგუფში ითამაშებს.
ჯაბა კანავასა და გურამ კაშიას სლოვანს კვიპროსულ არისთან მატჩი 2:1 ჰქონდა მოგებული, საპასუხო შეხვედრაში კი 2:6 დამარცხდა და კონფერენსლიგის ჯგუფში ითამაშებს. ჯაბა ძირითად შემადგენლობაში იყო და მატჩი შეუცვლელად ჩაატარა. ვლადიმირ ვაისმა გურამ კაშია სათადარიგო სკამზე დატოვა.
აპოელ-ის რიგებში გიორგი ქვილითაიამ და ლაშა დვალმა ითამაშეს, გენტმა კვიპროსულ კლუბს მეორე მატჩიც 2:1 მოუგო და ჯგუფური ეტაპის საგზური მოიპოვა. აპოელ-ი ჯგუფური ეტაპის საგზურის გარეშე დარჩა. ევროპალიგისა და კონფერენსლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა პირველ სექტემბერს გაიმართება.
კომენტარები