Thumbnail
  • დინამო ბათუმის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა უკრაინულ მედიას ინტერვიუ მისცა
  • 47 წლის უკრაინელი მწვრთნელი ახალ კლუბზე, მიზნებსა და წიტაიშვილზე

დინამო ბათუმის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი დემჩენკომ, რომელიც საქართველოს ვიცე-ჩემპიონი გუნდი ცოტა ხნის წინ, გორის დილაში გატარებული პერიოდის (2021-23 წლები) შემდეგ ჩაიბარა, Ukrfootball-ს ინტერვიუ მისცა. 47 წლის უკრაინელმა სპეციალისტმა გორიდან ბათუმში მის ტრანსფერზე, გიორგი წიტაიშვილსა და დინამო ბათუმში მიზნებზე ესაუბრა.

"დღეს დინამო ბათუმი, დინამო თბილისთან ერთად, ქართული ფეხბურთის ფლაგმანია და ეს ჩემთვის წინ გადადგმული ნაბიჯია. შთაბეჭდილებები კარგია. კლუბს აქვს ამბიციები. აქ განვითარებულია ინფრასტრუქტურა, არის ბრწყინვალე ბაზა, საწვრთნელი მოედანი, ევროპული ქალაქის სტადიონი. ყველაფერი შეესაბამება სტატუსს. 

დემჩენკოს ხელმძღვანელებით ბათუმელებმა გაგრას მოუგეს (2:0)

დილასთან კონტრაქტი ზამთარში დამიმთავრდა. ხელმძღვანელობამ კონტრაქტის ერთი წლით გახანგრძლივება შემომთავაზა და მიუხედავად იმისა, რომ ფინანსურად უკეთესი წინადადებაც მქონდა, დავრჩი. თანაც, ჩემი ოჯახისთვის ძალიან კომფურტული იყო გორში ცხოვრება.

მაგრამ მოგვიანებით კონტრაქტში შევიტანეთ პუნქტი, რომელიც გარკვეული კომპენსაციის გადახდის შემთხვევაში, სხვა კლუბში წასვლის უფლებას მაძლევდა. დინამო ბათუმმა ევროთასებზე გამოსვლა დაასეულა და უწინდელ მთავარ მწვრთნელს (გია გეგუჩაძეს) დაემშვიდობა. ამის შემდეგ მე დამიკავშირდნენ და შემომთავაზეს გუნდის ჩაბარება. დავთანხმდი. დინამომ ჩემს სანაცვლოდ კომპენსაცია გადაიხადა.

დინამო ბათუმი მიზნად მაქსიმალურ ამოცანებს ისახავს. ეს თანხვედრაშია ჩემს ამბიციებთან და ცხოვრებისეულ ეტაპთან. დილასთვის გადავიზარდე. წინსვლა იყო საჭირო. და აი, მივიღე კიდეც ეს წინადადება. ამ ეტაპზე მთავარი ჩემპიონატის მოგებაა. გუნდი პირველ ადგილზეა და უახლოეს მდევარს 5 ქულით უსწრებს, თუმცა მთავარი ბრძოლა წინაა. ასევე გვსურს, მაქსიმალურად შორს წავიდეთ ჩემპიონთა ლიგაზე და თუკი ჯგუფურ ეტაპზე მოვხვდებით, ეს საერთოდ, სუპერი იქნება. 

გიორგი დინამო ბათუმში კიევის დინამოდან ერთწლიანი იჯარით გამოდის

ვიცნობ გიორგი წიტაიშვილს, ვუყურებდი მას უკრაინის 20-წლამდელთა ნაკრებშიც მსოფლიოს ჩემპიონატზე და საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებშიც ევროზე. ის ნიჭიერი და ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელია. ცოტა კიდევ მუშაობაა საიჭირო, რათა უკეთესოდ შეძლოს თავისი უნარების რეალიზება". 

კომენტარები

ბოლო ამბები