Thumbnail
  • ალავესი 1:0 ვალენსია
  • მე-5 წუთზე გიორგი მამარდაშვილმა კიკე გარსიას პენალტი (ორჯერ) მოიგერია

ლა ლიგის მე-4 ტურში გიორგი მამარდაშვილის ვალენსია ბასკეთში ალავესთან 0:1 დამარცხდა. ეს "ღამურების" მეორე მარცხია ჩემპიონატში პირველი ორი გამარჯვების შემდეგ. ალავესს განაცხადში არ ყოლია ფორვარდი გიორგი გაგუა. ასე რომ, ლა ლიგაში ქართული დუელი არ შედგა.

უკვე მე-5 წუთზე ვალენსიას კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც კიკე გარსიამ შეასრულა, მაგრამ მამარდაშვილმა ვეტერანი ფეხბურთელის დარტყმა მოიგერია. მსაჯმა ჩათვალა, რომ ვალენსიას ფეხბურთელმა დარტყმამდე შეირბინა საჯარიმოში, ამიტომაც კიკე გარსიამ ხელახლა დაარტყა, თუმცა ქართველმა გოლკიპერმა ეს დარტყმაც მოიგერია. ეს პირველი პენალტია, რომელიც გიორგიმ ლა ლიგაში მოიგერია. 

ზუსტად ერთ წუთში ვალენსიამ მაინც გაუშვა, ალავესის ფეხბურთელებმა მამარდაშვილს კვლავ ვერ გაუტანეს, მაგრამ ბურთი იოზკაჩარმა საკუთარ კარში ჩაჭრა. ლა ლიგამ გიორგი მამარდაშვილი მატჩის MVP-ად დაასახელა. 

ალავესი 1:0 ვალენსია

გოლი: 1:0 იოზკაჩარი (6-ს.კ.) 

გამოუყენებელი პენალტი: კიკე გარსია (5. მამარდაშვილმა მოიგერია)

ვალენსია (4-4-2): მამარდაშვილი - რიუდიგერი, დიაქაბი, იოზკაჩარი (46. მოსკერა), გაია - კორეია (46. ფ. პერესი), ხავი გერა, პეპელუ, დ. ლოპესი (70. ამალია) - ალმეიდა (61. კანიოსი), დურო (81. მ. დომინგესი). 

კომენტარები

ბოლო ამბები