Thumbnail

თიბილაშვილის ვერცხლი და ხეცურიანის ბრინჯაო მსოფლიო თასზე

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ნინა თიბილაშვილის ვერცხლის მედალი მსოფლიოს თასზე
  • ირმა ხეცურიანმა კი ბრინჯაო მოიპოვა

სამხრეთ კორეის ქალაქ ბუსანში საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრები მსოფლიო თასის გათამაშებაზე წარმატებით გამოდის.

დღეს, ხმლით ფარიკაობაში ირმა ხეცურიანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მან მერვედფინალში მასპინძელი მოწინააღმდეგე 15:2 დაამარცხა, მეოთხედფინალში დაძაბულ ბრძოლაში უკრაინელ მეტოქეს სძლია (15:14), ხოლო ნახევარფინალში უნგრელ მეცო ბოლგარკასთან 9:15 წააგო და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

გარდა ამისა, ვერცხლის მედალი მოიპოვა ნინა თიბილაშვილმა, რომელმაც იაპონელი შინო კავაი (15:6) და იტალიელი ლორენადა ტრიჯილასი (15:7) დაამარცხა, თუმცა ფინალში პოლონელ კინგა დროჟდთან 9:15 წააგო და ვერცხლის მედალს დაეუფლა. აქვე გეტყვით, რომ გუშინ ამავე ტურნირზე რაპირით ასპარეზობაში ნინამ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ამგვარად, საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრების აქტივში ამჟამად 3 მედალია - 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო.

კომენტარები

ბოლო ამბები