- სლოვანი 3:2 პოდბრეჟოვა
- გურამ კაშიამ სეზონში პირველი გოლი გაიტანა
სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-6 ტურში ბრატისლავის სლოვანმა პოდბრეჟოვა დრამატულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა, რაშიც გურამ კაშიამ წვლილი გოლით შეიტანა.
სლოვანი 93-ე წუთამდე მარცხდებოდა (1:2), მაგრამ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა წონასწორობა აღადგინა, ხოლო ერთი წუთის მერე გამარჯვების გოლი ტიგრან ბარსეგიანმა შეაგდო, რამაც ვლადიმირ ვაისის გუნდს მოაგებინა.
კაშიამ, რომელმაც ევროთასებზე ბოლო ორი მატჩი სათადარიგო სკამზე გაატარა, ამჯერად 90 წუთი ითამაშა, ხოლო ჯაბა კანკავა მინდორზე 79 წუთის განმავლობაში იყო. გურამმა სლოვაკეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში პირველად ითამაშა, შესაბამისად, პირველი გოლიც მიითვალა, ხოლო ევროთასების საკვალიფიკაციო ეტაპზე ის მოედანზე 6-ჯერ გავიდა.
ბრატისლავის სლოვანს სლოვაკეთის ჩემპიონატში ჯერ მხოლოდ 4 მატჩი აქვს ჩატარებული და 8 ქულა მოიპოვა, რითაც მე-6 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 17 სექტემბერს, დუნაისკა სტრედას სტუმრად შეხვდება.
კომენტარები