Thumbnail

შემადგენლობა და განრიგი - საქართველო მსოფლიოს ჩემპიონატზე გაემგზავრა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე 11 ძალოსნით გამოვა
  • შეჯიბრება 5 სექტემბერს დაიწყება და 17-ში დასრულდება
  • გათამაშდება პარიზის ოლიმპიადის სალიცენზიო ქულებიც

საქართველოს ძალოსანთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს. გიორგი ასანიძის გუნდი საუდის არაბეთში უკვე გაემგზავრა, სადაც ფიცარნაგზე 11 ქართველი ძალოსანი გავა.

გარდა იმისა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატია და თავისთავად, უმნიშვნელოვანესი ტურნირია, პარიზის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულებიც გათამაშდება. საქართველოს ნაკრებიდან პირველი ძალებს რამინ შამილიშვილი მოსინჯავს, რომელიც ფიცარნაგზე 5 სექტემბერს გავა, ხოლო მსოფლიოს ჩემპიონატს 17 სექტემბერს მძიმე წონაში, ბაქარ თურმანიძე და ლაშა ტალახაძე დაასრულებენ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა და ძალოსანთა გამოსვლის განრიგი ასეთია:

5 სექტემბერი 20:00 სთ - რამინ შამილიშვილი (55 კგ.)
6 სექტემბერი 12:30 სთ - გოდერძი ბერდელიძე (61 კგ.)
6 სექტემბერი 17:30 სთ - შოთა მიშველიძე (61 კგ.)
7 სექტემბერი 20:00 სთ - გოგა ჩხეიძე (67 კგ.)
11 სექტემბერი 15:00 სთ - რევაზ დავითაძე (89 კგ.)
14 სექტემბერი 12:30 სთ - ირაკლი ჩხეიძე (102 კგ.)
16 სექტემბერი 10:30 სთ -  ანასტასია გოტფრიდი (+87 კგ.)
16 სექტემბერი 20:00 სთ - ზაზა ლომთაძე / გიორგი ჩხეიძე (109 კგ.)
17 სექტემბერი 15:00 სთ - ბაქარ თურმანიძე (+109 კგ.)
17 სექტემბერი 17:30 სთ - ლაშა ტალახაძე (+109 კგ.)

საქართველოს ნაკრებმა 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ორი მედალი მოიპოვა, რომლებიც ლაშა ტალახაძის (ოქრო) და გიორგი ჩხეიძის (ვერცხლი) აქტივშია.

კომენტარები

ბოლო ამბები