Thumbnail
  • 'თუ გავიხსენებთ, მათ როგორი გოლები გაჰქონდათ, ეს ეჭვებს ნამდვილად იწვევს'
  • ნიდერლანდების ნაკრების ყოფილი მწვრთნელის სკანდალური განცხადება

ნიდერლანდების ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ლუი ვან გაალი გასულ მსოფლიოს ჩემპიონატს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არგენტინის ნაკრების გამარჯვება დაგეგმილი იყო.

"მართალი გითხრათ, ამ თემაზე ბევრი საუბარი არც მსურს, თუმცა, თუკი გავიხსენებთ, როგორი გოლები გაჰქონდა არგენტინის ნაკრებს და როგორები – ჩვენ, ეს ეჭვებს ნამდვილად იწვევს. ამას გარდა, არგენტინელი ფეხბურთელები ხშირად გადადიოდნენ დაშვებულ ზღვარს, თუმცა, ამისთვის არავინ დასჯილა. სწორედ ეს მაფიქრებინებს, რომ ეს ყველაფერი დაგეგმილი იყო. სწორედ ის მაქვს მხედველობაში, რასაც ვამბობ. უნდა გამხდარიყო თუ არა მესი მსოფლიოს ჩემპიონი? დიახ, სწორედ ეს იყო ჩაფიქრებული".

შეგახსენებთ, რომ არგენტინელებმა მუნდიალის მეოთხედფინალში სწორედ ნიდერლანდებს აჯობეს. მესიმ და კომპანიამ გამარჯვება პენალტების სერიაში გაიფორმეს და ვან გაალმა პოსტი სწორედ ამ წარუმატებლობის შემდეგ დატოვა, არადა, მის ხელში "ნარინჯისფრებს" 20-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდათ.

მოგვიანებით, არგენტინელებმა ნახევარფინალში ხორვატიას 3:0 სძლიეს, ფინალში საფრანგეთი კვლავაც პენალტების სერიაში დაამარცხეს და ოქროს მედლები ისტორიაში მესამედ მოიპოვეს, მესი კი, რომელმაც 7 გოლი გაიტანა, ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

კომენტარები

ბოლო ამბები