- შონ ო'მალი მომავალ მეტოქესთან დაკავშირებით UFC-ის გადაწყვეტილებას ელოდება
- ამერიკელს რევანში ვერასთან სურს, თუმცა არც ქართველთან ჩხუბს გამორიცხავს
- დვალიშვილი: დანა უაითი დამირეკავს და შევხვდებით, ქამარზე ჩხუბი მეკუთვნის
- 'ვინაა ჩიტო? ტიტულის მთავარი პრეტენდენტი მე ვარ' - დვალიშვილი კატეგორიულია
UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონმა შონ ო’მალიმ თავის მომავალ მეტოქეზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ამერიკელმა ქამარი აგვისტოში, ალჯამეინ სტერლინგის ნოკაუტით დამარცხებით მოიპოვა. ჯერჯერობით უცნობია, ვისთან დააპირისპირებს UFC ო’მალის. კანდიდატთა შორის მერაბ დვალიშვილიც სახელდება, რომელიც სუპერმსუბუქი წონის რეიტინგში მეორეა სტერლინგის შემდეგ.

32 წლის ქართველი მებრძოლი შონ ო’მალისთან შეხვედრის სურვილს დიდი ხანია გამოთქვამს, თუმცა თავად ამერიკელს დაპირისპირება ეკვადორელ მარლონ "ჩიტო" ვერასთან სურს, რომელთანაც ტექნიკური ნოკაუტით თავის დროზე, 2020 წელს დამარცხდა. პრობლემა ისაა, რომ ვერა ამ დროისთვის სუპერმსუბუქ რეიტინგში მე-6 ადგილს იკავებს.
"მაქვს მიზეზები საიმისოდ, რათა მომდევნო ბრძოლა მარლონ ვერასთან ჩავატარო. მაგრამ თუკი შევხედავთ, ვინ არის რეიტინგის სათავეში, დიახ, ჩემი მეტოქე მერაბ დვალიშვილი უნდა იყოს. ჩემპიონი მე ვარ. ჩხუბი მინდა. ვნახოთ, რა იქნება მომავალში.
ცოტა ხნის წინ დანა უაითს (UFC-ის პრეზიდენტი) შევხვდი. მან მითხრა, რომ რამდენიმე კვირის შემდეგ რაღაც ძალიან გრანდიოზულის დაანონსებას აპირებს. მე ვიცი, რაც მინდა. მინდა ყველზე დიდი ბრძოლების ჩატარება და ბლომად ფულის გაკეთება. ასე რომ, ყველაფერი ამისკენ მიდის", - თქვა ო’მალიმ ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში.

მერაბ დვალიშვილი UFC-ში 2017 წლის ბოლოდან გამოდის და მის ანგარიშზე ორგანიზაციაში ჩატარებული 11 ბრძოლაა. პირველი-ორი წაგების შემდეგ, ქართველ მებრძოლს მოგებათა 9-მატჩიანი სერია აქვს. ბოლოს დვალიშვილმა გაზაფხულზე იჩხუბა და სუპერმსუბუქ წონაში UFC-ის ყოფილი ჩემპიონი, რუსი პიოტრ იანი დაამარცხა. ამის შემდეგ მან ხელზე ოპერაცია გაიკეთა და რეაბიტილაციის პერიოდს გადის.
კომენტარები