Thumbnail

საკლუბო სეზონი სანაკრებო პაუზაზე გავიდა და გიორგი მიქაუტაძე ეროვნულ ნაკრებს ახლა უკვე ამსტერდამის აიაქსის ფეხბურთელის რანგში შეუერთდა. მან დებიუტიც მოასწრო ერედივიზიეში, რომელიც არცთუ წარმატებული გამოდგა - აიაქსმა სიტარდს ვერ მოუგო, გიორგიმ კი თავი ვერ გამოიჩინა. 

მიუხედავად იმისა, რომ მან უკვე ტური გამოტოვა ლიგა 1-ში, მიქაუტაძე ჯერ ისევ საფრანგეთის ჩემპიონატის ტოპებშია WhoScored-ის შეფასებით. გიორგი საშუალო შეფასებით 7.63 საზიარო მეხუთე პოზიციაზეა ლიგა 1-ის ფეხბურთელთა რეიტინგში ბრესტის რომენ დელ კასტილიოსთან ერთად.

წაიკითხე | როგორ თამაშობს მიქაუტაძე და რატომაა აიაქსი სწორი არჩევანი

22 წლის ქართველ ფორვარდს, რომელმაც სამ ტურში ორი გოლი და 1 საგოლე პასი მიითვალა, მხოლოდ კილიან მბაპე (პსჟ. 8.36), ტაკუმი მინამინო (მონაკო. 8.06), ვისამ ბენ იედერი (მონაკო. 7.72) და ვილფრედ სინგო (მონაკო. 7.71) უსწრებენ. ბუნებრივია,

გიორგი ლიგა 1-ის სეზონის (მიმდინარე) სიმბოლურ ნაკრებშიც რჩება. უახლოეს ტურებში ქართველი ლეგიონერი რეიტინგიდან ამოვარდება, რადგან მეტ მატჩს ლიგა 1-ში ვეღარ ჩაატარებს. 

ლიგა 1-ის სეზონის (მიმდინარე) სიმბოლური ნაკრები

 

კომენტარები

ბოლო ამბები